თამაზ სეფერთელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თამაზ სეფერთელაძე (დ. 9 აგვისტო, 1948, თბილისი — გ. 2 მარტი, 2023, იქვე) — ქართველი ინჟინერი, მომღერალი. საქართველოს სახალხო არტისტი (1988). ღირსების ორდენის კავალერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტომატიზაციისა და გამოთვლითი ტექნიკის ფაკულტეტი 1966 წელს; ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი და მიენიჭა ინჟინერ-მშენებლის კვალიფიკაცია 1972 წელს.

1972-1974 წლებში მუშაობდა ქ. თბილისის კომუნალური სამსახურების გაერთიანების თბომეურნეობის სამმართველოს საიზოლაციო სამსახურის უფროსად. 1976-1978 წლებში — საქართველოს პროფესიული კავშირების კაპიტალური მშენებლობის სამმართველოს მშენებარე ობიექტების დირექციის დირექტორის მოადგილედ. 1978-1984 წლებში იყო მცხეთა-მთიანეთის მხარის საშენ მასალათა გაერთიანების დირექტორი, 1984-1991 წლებში — რესპუბლიკური გაერთიანება „საქრეკლამის“ გენერალური დირექტორი. 1991 წელს დაინიშნა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილედ. 1994-1996 წლებში იყო საქართველოს საზღვარგარეთთან კულტურული ურთიერთობების საზოგადოების თავმჯდომარის პირველი მოადგილე, 1996-2006 წლებში — თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. 2011 წლიდან მუშაობდა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მრჩევლად. პროფესიულ საქმიანობასთან ერთად აქტიურად მოღვაწეობდა ესტრადაზე. ჯერ კიდევ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში მალხაზ თავართქილაძესთან და დავით აბესაძესთან ერთად ჩამოაყალიბა ვოკალური ანსამბლი „ცისფერი ტრიო“. ანსამბლმა 1973 წლიდან დაიწყო გამოსვლა, როგორც საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის პროფესიონალურმა კოლექტივმა.

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. თბილისი, 2021, გვ. 230

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]