ცისკრის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ცისკრის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ისნის რაიონი
ისტორიული რაიონი ავლაბარი
წინა სახელები ლუარსაბოვის ქუჩა, არტო მიქელოვის ქუჩა

ცისკრის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ისნის რაიონში (ავლაბარი); ლადო მესხიშვილის ქუჩიდან ნიკიფორე ირბახის ქუჩამდე. წარმოიქმნა XIX საუკუნეში. თბილისის 1876 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ლუარსაბოვის ქუჩა. 1923 წელს არტო მიქელოვის ქუჩა დაერქვა. ცისკრის ქუჩა უწოდეს XX საუკუნის 70-იან წლებში. ქუჩაზე და შესახვევში შემონახულია XIX საუკუნის საცხოვრებელი სახლები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]