ციანიდის გაჟონვა ბაია-მარეში

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მკვდარი თევზი ტისაში

ციანიდის გაჟონვა ბაია-მარეში30 იანვარს 2000 წლის ღამეს მომხდარი ეკოლოგიური კატასტროფა რუმინეთის ქალაქ ბაია-მარეში. გაჟონვის შედეგად, ციანიდიდ დაბინძურებული წყალი მოხვდა მდინარე სამოშიში, ხოლო ამის შემდეგ კი ტისაში და დუნაიში. კატასტროფის შედეგად, დაიღუპა დიდი რაოდენობით თევზი უნგრეთისა და იუგოსლავიის ტერიტორიულ წყლებში. იგი ითვლება ყველაზე ცუდ ეკოლოგიურ კატასტროფად ევროპაში, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ.[1]

წინარეისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოქროს მომპოვებელი კომპანია "Aurul"-ი იყო ერთობლივი საწარმო ავსტრალიურ კომპანია "Esmeralda Exploration"-ის და რუმინეთის მთავრობის. კომპანიამ განაცხადა, რომ მას აქვს იმის უნარი, რომ დაასუფთავოს ტერიტორია ნარჩენებისგან, რომელიც დაუტოვებიათ მათი წინამორბედი სამთო კომპანიები, რომლებიც ადრე მუშაობდნენ ამ რაიონში. ოქროს გადამუშავების მიზნით, ციანიდის ნარჩენები კომპანიამ ჩაყარა "Bozinta Mare"-ს კაშხალთან ახლოს.[2]

დამბის გარღვევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წლის 30 იანვრის ღამეს, კაშხლი გაირღვა და ციანიდით[3] დაბინძურებული 100 ათასი კუბური მეტრი წყალი მოხვდა მდინარე სამოშიში.[1][2] კომპანია «Esmeralda Exploration»-იმ განაცხადა, რომ კაშხლის გარღვევის მიზეზი დიდთოვლობა იყო.[1]

ეფექტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კაშხლის გარღვევის შემდეგ, ციანიდის დონე მდინარე სამოშიში 700-ზე მეტ ჯერ აღემატებოდა დასაშვებ დონეზე. სამოში ჩაედინება მდინარე ტისაში, რომელიც სიდიდით მეორეა ხორვატიაში. ტისა, თავის მხრივ ჩაედინება დუნაიში, რომელიც ევროპაში სიგრძით მეორე მდინარეა. გაჟონვის შედეგად, დაბინძურებული იყო ის წყალი, რომელსაც მოიხმარს დაახლოებით 2,5 მილიონი უნგრეთის მოქალაქე.[1] გარდა ციანიდისა, მდინარეში აღმოჩნდა მძიმე ლითონები, რომლებსაც ჰქონდა ხანგრძლივი უარყოფითი ზეგავლენა მდინარის წყალზე.[1]

ტისას იმ ნაწილი, სადაც გაიჟონა ციანიდი, დაიღუპა თითქმის ყველა ცოცხალი არსება. სამხრეთით, ტისას "სერბულ" ნაწილში დაიღუპა წყლის არსებების 80 %. სულ ტისადან ამოღებულ იქნა დაახლოებით 650 ტონა მკვდარი თევზი.[1]

კატასტროფის შედეგად დაზარალდა დაახლოებით 62 სახეობის თევზი, მათ შორის, მფარველობის ქვეშ მყოფი 20 სახეობის თევზიც. ხორვატიაში, ორგანიზებული იყო მკვდარი თევზების ამოღების პროცესი მდინარედან მოხალისეების მიერ.

მას შემდეგ, რაც ინფიცირებული წყალი მიაღწია დუნაის, აღმოჩნდა, რომ აქ ციანიდის დონე 20-50 ჯერ აღემატებოდა დასაშვებ ზღვარს.[4]

2002 წელს, უნგრელი მეთევზეების მტკიცებით თევზები ტისაში ხუთჯერ ნაკლები იყო, ვიდრე კატასტროფამდე.[3]

მომდევნო გარღვევა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხუთი კვირის შემდეგ, გაჟონვა კიდევ განმეორდა, დაიღვრა წყალი, რომელიც შეიცავდა მძიმე ლითონებს. შედეგად, დაიღვრა დაახლოებით 20 ათასი კუბური მეტრი წყალი, რომელიც შეიცავდა თუთიას, ტყვიას და სპილენძს.[5]

რეაქცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრედ მონტგომერი, კომპანია «Esmeralda Exploration»-ის საბჭოს წევრი განაცხადა, რომ ეფექტი დაღვრაზე "ძალიან გადაჭარბებულია" და თევზი, მისი თქმით, არ მომკვდარა ციანიდისგან, არამედ, ჟანგბადის ნაკლებობა იყო მდინარეში, წყლის გაყინვის გამო.[1]

მოგვიანებით, კომპანიის წარმომადგენელი განაცხადა, რომ ხორვატიის და სერბეთის მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, კატასტროფის ნეგატიური შედეგების შესახებ, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.[6]

2000 წლის თებერვლის შუა რიცხვებში, როდესაც დაბინძურებული წყალი მიაღწია დუნაის ნაწილს, რომელიც მიედინებარუმინეთი ტერიტორიაზე, რუმინეთის მთავრობამ დროებით აკრძალა თევზჭერობა დუნაიში და წყლის გამოყენება დასალევად.[6]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 «Death of a river», BBC, February 15, 2000
  2. 2.0 2.1 «Romania’s poison dump», BBC, May 19, 2000
  3. 3.0 3.1 «Map: Pollution hotspots», BBC, December 13, 2004
  4. «Hungary appeals for ecological help», BBC, February 15, 2000
  5. «Hungary demands action over pollution», BBC, March 14, 2000
  6. 6.0 6.1 «Firm rejects cyanide damage claims», BBC, February 16, 2000