ცვილის პალმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეთრი კოპერნიცია (Copernicia alba)

ცვილის პალმები — სხვადასხვა გვარის პალმები, რომლებიც იძლევიან ცვილს.[1] მათი სხვადასხვა ნაწილები დაფარულია ცვილის ფენით. აღსანიშნავია ცეროქსილონის (Ceroxylon) გვარი, საიდანაც განსაკუთრებით ცნობილია ორი სახეობა — ანდების ცეროქსილონი (C. alpinum, C. andicola) და კინდიოს ცეროქსილონი (C. quindiuense). მაღალი ხარისხის მცენარეულ ცვილს იძლევა და ამ მიმართულებით ერთ-ერთი მთავარი მცენარეა ბრაზილიური ცვილის პალმა, იგივე კარნაუბა (Copernicia cerifera, იგივე C. prunifera). ცვილის მიღება აგრეთვე შესაძლებელია სხვა რიგი პალმებისაგანაც: პარაგვაიში გავრცელებული კარანდა, ანუ თეთრი კოპერნიცია (C. australis, С. alba); სამხრეთ აშშ-ში გავრცელებული ხერხისებრი პალმეტო, იგივე სერენოა (Serenoa repens). ცვილს იღებენ ფოთლებიდან ან ღეროდან მოფხეკით, ფოთლების გამოლღობით.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ცვილის პალმები // ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 208.
  2. Головкин Б. Н. Восковые пальмы // Большая российская энциклопедия. т. 5. — М., 2006. — стр. 734–735.