ცესისის ბრძოლა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ცესისის ბრძოლა
ესტონეთის განმათავისუფლებელი ომის ნაწილი
Latvian Independence War 1919.06.22.svg

██ ლატვიის პროგერმანული მთავრობის არმია

██ წითელი არმია

██ ლატვიის არმია

██ ესტონეთის არმია

თარიღი 19-23 ივნისი, 1919
მდებარეობა ცესისი, ლატვია
შედეგი ესტონეთის გამარჯვება
მხარეები
ესტონეთის დროშა ესტონეთი
ლატვიის დროშა ლატვია
Landeswehr ბალტიისპირეთის ლანდესვერი
მეთაურები
ერნესტ პიდერი ალფრედ ფლეტჩერი
ძალები
8 000 6 000
დანაკარგები
123 დაღუპული,
325 დაკარგული
274 დაღუპული

ცესისის ბრძოლა, ვინუს ბრძოლა, ვენდენის ბრძოლა (ესტ. Võnnu lahing, ლატვ. Cēsu kaujas, გერმ. Schlacht von Wenden) — ბრძოლა ესტონეთის შეიარაღებულ ძალებსა და გერმანული ორიენტაციის ბალტიისპირეთის ლანდესვერს შორის. მიმდინარეობდა 1919 წლის 19 ივნისიდან 23 ივნისამდე, ლატვიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ცესისთან ახლოს. რეალურად ბრძოლა დაიწყო ქალაქის ხელში ჩაგდებით 5 ივნისს და მცირე შესვენებებით გაგრძელდა 23 ივნისამდე, ამ დღეს ესტონეთისა და ლატვიის ჯარებმა ქალაქზე კონტროლი აღადგინეს.

ბრძოლაში გამარჯვების შედეგად გერმანულმა ძალებმა დატოვეს ბალტიისპირეთის ლანდესვერი, რომელიც ლატვიის მთავრობის კონტროლქვეშ გადავიდა. ესტონეთის ძალების გამარჯვებამ გერმანელებზე, გამოიწვია ლატვიის გაძლიერება, ესტონეთმა კი სამხრეთის საზღვარი განიმტკიცა. თანამედროვე ესტონეთში 23 ივნისი აღინიშნება როგორც გამარჯვების დღე.

ლიტერატურა[რედაქტირება]