ცენტრალური პაპუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ადმინისტრაციული ერთეული
ცენტრალური პაპუა
ქვეყანა ინდონეზიის დროშა ინდონეზია
ადმ. ცენტრი Nabire
შიდა დაყოფა Nabire, Paniai, Puncak, Deiyai, Intan Jaya, Dogiyai, Mimika და Puncak Jaya
კოორდინატები 4°00′00″ ს. გ. 136°00′00″ ა. გ. / 4.00000° ს. გ. 136.00000° ა. გ. / -4.00000; 136.00000
მმართველი Ribka Haluk
დაარსდა 25 ივლისი, 2022
ცენტრალური პაპუა — ინდონეზია
ცენტრალური პაპუა

ცენტრალური პაპუა (ოფიციალურად, ცენტრალური პაპუის პროვინცია; ინდონ. Provinsi Papua Tengah) ― ინდონეზიის პროვინცია. მდებაროებს დასავლეთ ახალი გვინეის ცენტრალურ რეგიონში.[1][2] დაარსდა 2022 წლის 11 ნოემბერს. მასში გაერთიანდა ყოფილი პაპუის პროვინციის 8 დასავლეთი სარეგენტო. პროვინციის ფართობი 61 072.92 კმ²-ია. 2022 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობა 1 430 951 ადამიანს შეადგენს. ცენტრალურ პაპუას დასავლეთიდან დასავლეთი პაპუა ესაზღვრება, ჩრდილოეთიდან ― პაპუა, ხოლო აღმოსავლეთიდან ― სამხრეთი პაპუა და პაპუა-პეგუნუნგანი. პროვინციის ადმინისტრაციული დედაქალაქია ნაბირეს სარეგენტო.

ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან ცენტრალურ პაპუას ზღვები ესაზღვრება. ნაბირე პროვინციის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს. ეს დაბლობი ტერიტორია ტელუკ-ჩენდერვასიჰის ეროვნული პარკის მიმდებარედ მდებარეობს და საზღვაო ტურიზმის განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ჰაბიტატი მარჯნის რიფებით, თეთრი ქვიშის კუნძულებითა და ვეშაპისებრი ზვიგენის სახეობებით გამოირჩევა. ცენტრალური პაპუის სამხრეთი ნაწილი მეტწილად ჭაობიანი რელიეფითაა დაფარული. ამ ნაწილში მდებარეობს ამამაპარეს პორტი და პროვინციის უდიდესი ქალაქი ტიმიკა. ცენტრალური პაპუის ცენტრალურ რეგიონში ჯაიავიჯაიის მთებია გაშლილი, რომელიც თოვლით დაფარულ პუნკაკ-ჯაიასაც, ინდონეზიის უმაღლეს წერტილს მოიცავს. ამ ქედზე მდებარეობს გრასბერგის ოქროს მაღაროც, რომელიც Freeport Indonesia-ის დაქვემდებარებაშია.

პროვინციის საზღვარი მეტწილად ემთხვევა მეე-პაგოს კულტურულ რეგიონს და საირერის ნაწილს.[3]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტიდორეს სასულთნო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნიდან მიმიკის დასავლეთი რეგიონი პაპუის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროზე ტიდორეს სასულთნოს გავლენის ნაწილი იყო. რეგიონი ძირითადად სამი მთავარი ჯგუფის: კოივაის, კამოროსა და ასმატის გავლენის სფეროში იყო მოქცეული. მონებით, რკინის ნაკეთობებით, ტანსაცმლისა და სხეულის ორნამენტებით ვაჭრობამ დიდი გავლენა იქონია ადგილობრივ მოსახლეობაზე, რაც მოლუკური წარმოშობის ტიტულების (რაჯა, მაიორი, კაპიტანი და ორანგ ტუა) ათვისებაში გამოიხატა. ადგილობრივ მოსახლეობაზე დიდი გავლენა იქონია ისლამურმა კულტურამ, რაც ჩალმების ტარებასა და 1950-ან წლებამდე ღორის ჭამაზე უარის თქმასი გამოიხატა.[4]

რეგიონის სავაჭრო ცენტრი კიპია იყო, რომელსაც ხელმძღვანელობდა ნაოვა. მან ტიტული ლამორის მეფე ნამატოტასგან მიიღო. კიპია პორაოკასთან, მაპარპესთან, ვუმუკასთან, უმართან და აინდუასთან ერთად კამოროს სოფლების კონფედერაციას ხელმძღვანელობდა, რომელსაც ტარია-ვე ეწოდებოდა. კონფედერაცია რეგიონში საგოს ნაკლებობის გამო შეიქმნა და ერთიანი ძალებით უფრო ნაყოფიერ აღმოსავლეთ რეგიონს აშინებდნენ. აღმოსავლეთში ომი მიმდინარეობდა, რომელსაც ტიპუკის ომი ეწოდებოდა. ტიპუკის სოფელი კოპერაპოკამ გაანადგურა მვარეს, პიგაპუს, ჰირიპაუსა და მიოკოს კოალიციასთან ერთად. სოფლის განადგურება კოალიციის მხრიდან შურისძიება იყო ტიპუკელების მიერ ხალხის გატაცებების საპასუხოდ.[5] ნიდერლანდების კოლონიალიზმის გაძლიერებასთან, კატოლიკე მისიონერების და ჩინელი ვაჭრების გამოჩენასთან ერთად მოლუკის გავლენა ძალიან შესუსტდა.[4][5]

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაბირე სანაპიროს ტომებითაა დასახლებული, რომლებიც საირერის ტრადიციულ ტერიტორიას მიეკუთვნებიან. მათ შორის არიან: იაურის, ვატეს, მორას, უმარის, გოასა და იერისიამის ტომები. ნაბირე დასახლებული მთიან ტერიტორიებზე მოსახლე ტომებითაც, რომლებიც მეე-პაგოს ტრადიციულ ტერიტორიას მიეკუთვნებიან. მათ შორის არიან მოის, მეესა და აუიეს ტომები.[6] პროვინციის ცენტრალურ ნაწილში პანიაის ტბების ირგვლივ მდებარე რეგიონში ზემოთ დასახელებულ ტომებთან ერთად მონისა და ვოლანის ტომებიც სახლობენ. აღმოსავლეთით, ჯაიავიჯაიის მთებში ამუნგმეს, დამალმეს და ვანოს ტომები ბინადრობენ. აქვე ცხოვრობენ დანის, ლანისა და ნდუნგას ტომები, რომლებიც მეზობელ პაპუა-პეგუნუნგანის ტერიტორიაზეც სახლობენ.[7][8] ცენტრალური პაპუის სამხრეთი ნაწილი, მიმიკის სარეგენტო, რომელიც ჭაობიანი ტერიტორიაა, კამოროსა და სემპანის ტომებითაა დასახლებული.[9]

პოლიტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღევანდელი ცენტრალური პაპუის პროვინცია ოთი სარეგენტოდან: მიმიკა, ნაბირე, პანიაი და პუნკაკ-ჯაია, წარმოიშვა. 2008 წლის 4 იანვარს ორი ახალი სარეგენტო წარმოიქმნა: დოგიაი ― ნაბირეს სარეგენტოსგან და პუნკაკი ― პუნკაკ-ჯაიის სარეგენტოსგან. კიდევ ორი სარეგენტო 2008 წლის 29 ოქტომბერს შეიქმნა: დეიაი და ინტან-ჯაია, ორივე პანიაის სარეგენტოსგან. ცენტრალური პაპუა რვა სარეგენტოს (და არა ― ადმინისტრაციულ ქალაქებს) მოიცავს, რომლებიც ქვემოთ მოცემულ ცხრილშია წარმოდგენილი.

სარეგენტო დედაქალაქი ფართობი
კმ2
მოსახლეობა
აღწერა
2010
მოსახლეობა
აღწერა
2020
მოსახლეობა
მიახლ.
2022
აგი (2020)
1 დეიაის სარეგენტო ვაღეტე 2,846.41 62,119 99,091 102,168 0.495 (დაბალი)
2 დოგიაის სარეგენტო კიგამანი 3,792.93 84,230 116,206 119,815 0.548 (დაბალი)
3 ინტან-ჯაიის სარეგენტო სუგაპა 5,334.45 40,490 135,043 139,236 0.478 (დაბალი)
4 მიმიკის სარეგენტო ტიმიკა 18,298.95 182,001 311,969 321,657 0.742 (მაღალი)
5 ნაბირეს სარეგენტო ნაბირე 11,806.09 129,893 169,136 173,043 0.688 (საშუალო)
6 პანიაის სარეგენტო ენაროტალი 5,306.87 153,432 220,410 227,254 0.563 (საშუალო)
7 პუნკაკის სარეგენტო ილაგა 7,701.03 93,218 114,741 116,279 0.430 (დაბალი)
8 პუნკაკ-ჯაიის სარეგენტო მულია 5,986.19 101,148 224,527 231,499 0.484 (დაბალი)
ჯამი 61,072.92 846,531 1,391,123 1,430,951

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Santoso, Bangun; Ardiansyah, Novian. (2022-06-30) DPR Sahkan RUU DOB, Papua Kini Punya 3 Provinsi Baru: Papua Selatan, Papua Tengah Dan Papua Pegunungan id. ციტირების თარიღი: 2022-07-01
  2. Utama, Felldy. (2022-06-30) Usai RUU DOB Papua Disahkan, Ini Perintah Mendagri Buat Bupati Papua Selatan : Okezone Nasional id-ID. Okezone. ციტირების თარიღი: 2022-07-01
  3. Profil Provinsi Papua Tengah Halaman all id. Kompas Cyber Media (2022-07-02). ციტირების თარიღი: 2022-07-03
  4. 4.0 4.1 Pouwer, Jan (2010). Gender, ritual and social formation in West Papua : a configurational analysis comparing Kamoro and Asmat. KITLV Press, გვ. 119. ISBN 90-04-25372-6. OCLC 808384659. 
  5. 5.0 5.1 Harple, Todd S. Controlling the Dragon: An ethno-historical analysis of social engagement among the Kamoro of South-West New Guinea (Indonesian Papua/Irian Jaya). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-06-13. ციტირების თარიღი: 2022-06-13
  6. You, Emanuel. (2022-07-21) Menyikapi 6 Suku Pesisir dan Kepulauan Mencari Identitas Adat Mereka di Nabire id. ციტირების თარიღი: 2022-07-21
  7. PROFIL WILAYAH ADAT MEE PAGO id. Pemerintah Provinsi Papua. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-07-03. ციტირების თარიღი: 2023-11-17.
  8. Pemerintah Provinsi Papua. ციტირების თარიღი: 2021-02-16
  9. Kokonao, Keindahan Alam Papua yang Terlupakan id (2012-03-01). ციტირების თარიღი: 2022-07-03