ვეშაპისებრი ზვიგენი
ვიკიპედიიდან
| ვეშაპისებრი ზვიგენი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Rhincodon typus |
ვეშაპისებრი ზვიგენი (Rhincodon typus), თევზი ზვიგენისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძე 15 (ზოგი ცნობით 20) მ აღწევს, წონა 12-15 ტ. გავრცელებულია ყველა ოკეანეში. მრავლდება კვერცხებით. დღემდე მოპოვებულია ვეშაპისებრი ზვიგენის ერთადერთი კვერცხი (სიგრძე 67 სმ, დიამეტრი 40 სმ). აქვს 15 ათასამდე კბილი. იკვებება პატარ-პატარა თევზებით, კალმარებით და კიბოსნაირებით. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 4, გვ. 389, თბ., 1979

