ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია — არქიტექტორული ძეგლი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხარში.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩხარის მაცხოვრის ამაღლების ეკლესია დარბაზული ტიპისაა, ნაშენია კარგად გათლილი ქვებით. კედლები დგას სამსაფეხურიან ცოკოლზე. ეკლესიას კარები სამი მხრიდან: დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან აქვს. სარკმლები შიგნით გაფართოებულია. სულ რვა სარკმელია. აქედან სამი აღმოსავლეთით, ორ-ორი სამხრეთით და ჩრდილოეთით და ერთიც დასავლეთით. ეკლესიის დასავლეთის კარიბჭეზე ამოტვიფრულია სამშენებლო მხედრული წარწერა. „ჩყპ-სა აგვისტოსასა ტაძარის ესე აღვაშენეთ ფილიპე ბერეკაშვილმა და გიორგი აბესაძემ შემწეობითა ამ ეკლესის მრევლთადმი“.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 8390