ჩუღურეთის წმინდა ნინოს ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩუღურეთის წმინდა ნინოს ეკლესია
ჩუღურეთის წმინდა ნინოს ეკლესია — თბილისი
ჩუღურეთის წმინდა ნინოს ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°42′04″ ჩ. გ. 44°48′32″ ა. გ. / 41.701111° ჩ. გ. 44.809083° ა. გ. / 41.701111; 44.809083
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი ჩუღურეთის რაიონი
ადგილმდებარეობა თბილისი
ხუროთმოძღვრების აღწერა
თარიღდება XIX საუკუნე/1989-1991

ჩუღურეთის წმინდა ნინოს ეკლესიაქართული მართლმადიდებლური ეკლესია თბილისში. მდებარეობს ჩუღურეთში, ნინო ჩხეიძის ქუჩაზე.

ტაძარი აგურით ნაშენები სამნავიანი ბაზილიკაა. აგებულია XIX საუკუნეში ღვთისმშობლის სახელზე. საბჭოთა პერიოდში ეკლესია გაუქმებული იყო და საცხოვრებელ სახლად გამოიყენებოდა. 1989-1991 წლებში ეკლესია განახლდა და ეკურთხა წმინდა ნინოს სახელზე. ინტერიერი მოხატულია მხატვარ ირაკლი ცინცაძის მიერ 1990-იან წლებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 968, ISBN 99928-20-32-2.
  • გაზეთი „საპატრიარქოს უწყებანი“ №20, 1999.