ჩიტიბუდა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჩიტიბუდა

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
ოჯახი:  ჯადვარისებრნი
გვარი:  ჩიტიბუდა
ლათინური სახელი
Neottia

ჩიტიბუდა (ლათ. Neottia) — მცენარეთა გვარი ჯადვარისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი ბალახებია. ფესურა დაფარულია მრავალი მჭიდროდა მიჯრილი ხორცოვანი ფესვით, რომელიც ჩიტის ბუდის შთაბეჭდილებას ტოვებს.

ღერო და ქერქლისებრი ფოთოლი მოყვითალო-წაბლისფერი და უქროლოფილოა. ყვავილები მეჩხერ მტევნებადაა შეკრებილი.

საქართველოში მხოლოდ ერთი — ჩვეულებრივი ჩიტიბუდა გვხვდება, რომლის მურა ფერის ყვავილს თაფლის სუნი აქვს. გვხვდება ყველგან მთის შუა სარტყელამდე ტყეში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]