ჩინური ჩხირები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩხირები (ჩინ.: 筷子 or; ფინინი: kuàizi ან zhù) — თანაბარი სიგრძის ჯოხების წყვილი, რომელიც პირველად ჩინეთში წარმოიშვა, მოგვიანებით კი არაერთი კულტურის ნაწილი გახდა. ჩხირები რომელიც უკვე სამი ათასწლეულია გამოიყენება სამზარეულოში და საჭმლის მისართმევად აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის უმეტეს ნაწილში.

ჩხირები არის გლუვი ზედაპირის, და ხშირად კონუსისებრი, ტრადიციულად ხისგან, ბამბუკის, ლითონის, სპილოს ძვლისა და კერამიკისგან დამზადებული სამზარეულოს ატრიბუტი, რომელსაც დღეს მრავლად შეხვდებით არატრადიციული-პლასტმასი, უჟანგავი ფოლადი და ტიტანის მასალისგან დამზადებულს.

წარმოშობა და ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩხირები სავარაუდოდ შანგის დინასტიის (ძვ. წ. 1766–1122) პერიოდიდან გამოიყენება. თუმცა, ხანის დინასტიის ისტორიკოსი სიმა ციანი წერდა, რომ ჩხირებს სავარაუდოდ სიას დინასტიაშიც იყენებდნენ, ისევე როგორც ერლიტუს ადრინდელ კულტურაში, თუმცა ამ ეპოქის ნიმუშების პოვნა რთულია. [1]

ყველაზე ადრეული ნიმუშები შედგება ბრინჯაოსგან დამზადებული ექვსი ჯოხისგან, 26 სმ სიგრძისა და 1.1-დან 1.3 მმ სიგანის არის და იინის ნანგრევებიდან ანიანგის მახლობლად (ჰენანი) იქნა აღმოჩენილი, აღნიშნული ჩხირები დაახლოებით 1200 წლით, შანგის დინასტიის პერიოდით თარიღდება. თავდაპირველი დანიშნულება სავარაუდოდ სამზარეულოს ატრიბუტის სახით უნდა ყოფილიყო.[2] [3] ჩხირებზე ყველაზე ადრეული წერილობითი წყარო ეკუთვნის ჰან ფეიზის ძვ. წ. III საუკუნეში. [4]

ჩინურ კულტურაში მის ფართო გავრცელებას ზოგჯერ კონფუციანურ ფილოსოფიას მიაკუთვნებენ, რომელიც ხაზს უსვამს ოჯახურ ჰარმონიას, როგორც სამოქალაქო წესრიგის საფუძველს. თავად კონფუციმ აღნიშნა, რომ დანები მეომრებისთვისაა, მაგრამ ჯოხები სწავლულებისთვის. კონფუცის ცნობები ჯოხებზე თავის რიტუალების წიგნში კი მიუთითებს იმაზე, რომ ეს ნივთები ფართოდ იყო ცნობილი მეომარი სახელმწიფოების პერიოდში (ძვ. წ. 475–221). [5]

როგორც სამზარეულოს ჭურჭელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვერცხლის ჩხირები, კოვზი და თასი სონგის დინასტიიდან

თავდაპირველად ჩხირები საჭმლის მოსამზადებლად, ცეცხლის ჩასაქრობად და საკვების დასაჭერად გამოიყენებოდა და არა როგორც საჭმელ საშუალებად. ერთ-ერთი მიზეზი ის იყო, რომ ხანის დინასტიამდე ფეტვი დომინირებდა ჩრდილოეთ ჩინეთში, კორეასა და იაპონიის ნაწილებში. მაშინ, როცა ჩხირებს იყენებდნენ საჭმლის მოსამზადებლად, ფეტვის ფაფას კოვზებით მიირთმევდნენ. სამზარეულოში ჯოხების გამოყენება დღემდე გრძელდება.

საჭმელ ჭურჭლად გამოყენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იაპონელი ქალის ნახატი ჩხირებით, უტაგავა კუნიიოშის მიერ

ჩხირების გამოყენება საჭმლის მისართმევ ჭურჭლად დაიწყო ხანის დინასტიის დროს, ბრინჯინს მოხმარების გაზრდის გამო. კოვზების გამოყენება ჩხირების პარალელურად აქტიურად მიმდინარეობდა მინგის დინასტიამდე, შემდეგ პერიოდში მან შეიძინა სახელი kuàizi და გამოიყენებოდა ისევე როგორც დღეს. [6]

მსოფლიოში გავრცელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ჩხირების გამოყენება, როგორც სამზარეულოს, ასევე საკვები ჭურჭლის სახით დროთა განმავლობაში მთელ აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში გავრცელდა და პოპულარობა მოიპოვა. ისეთმა მეცნიერები, როგორებიც არიან ისშიკი ჰაჩირო და ლინ უაიტი, აღნიშნავენ სამყაროს სამ სასადილო წეს ჩვეულებაზე გაყოფას: თითებითა და დანა- ჩანგლით მჭამელები და "ჩხირების კულტურული წრე", რომელიც მოიცავს ჩინეთს, იაპონიას, კორეასა და ვიეტნამს.

ემიგრაციის დროს ეთიკურად ჩინელმა მოსახლეობამ ჩხირების გამოყენების კულტურის გავრცელება დაიწყო სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში, რომელთა შორის არის კამბოჯა, ლაოსი, ნეპალი, მალაიზია, ბირმა, სინგაპური და ტაილანდი. სინგაპურსა და მალაიზიაში ჩხირებს ყველანაირი საკვების მისართმევად იყენებდნენ, განსხვავებით მალაიელებისა და ინდოელებისა, რომლებიც მხოლოდ ლაფშისმაგვარი კერძების საჭმელად გამოიყენებდნენ, ისევე როგორც ლაოსში, ბირმაში, ტაილანდსა და ნეპალში. [7][8]

დასახელება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველ ჩინურ დამწერლობაში ჩხირების იეროგლიფი იყო 箸(ჭუ). თუმცა შემდეგ მისი ჩანაცვლება მოხდა იეროგლიფით 快 (ფინინი:kuài) რაც ნიშნავს "სწრაფს".

ჩხირების თანამედროვე ჩინური ტერმინია kuàizi (筷子). პირველი იეროგლიფი () არის პიქტოფონეტიკური (სემანტიკურ-ფონეტიკური) ნაერთი, რომელიც შექმნილია ფონეტიკური ნაწილით და ნიშნავს "სწრაფს" (), ხოლო მეორე, სემანტიკური ნაწილი ნიშნავს "ბამბუკს" (), რადიკალის (⺮) გამოყენებით. [9]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. H.T. Huang (Huang Xingzong). Fermentations and Food Science. Part 5 of Biology and Biological Technology, Volume 6 of Joseph Needham, ed., Science and Civilisation in China, (Cambridge: Cambridge University Press, 2000 ISBN 0-521-65270-7), p. 104
  2. 卢茂村 (Lu, Maocun). "筷子古今谈 (An Introduction to Chopsticks)", 农业考古 (Agricultural Archaeology), 2004, No. 1:209–216. ISSN 1006-2335.
  3. Le due leggende sulle bacchette cinesi. Italian.cri.cn (2008-06-19). ციტირების თარიღი: 2009-07-14
  4. Needham (2000), p. 104, footnote 161.
  5. Needham (2000), p. 104.
  6. Endymion Wilkinson, Chinese History: A Manual (Cambridge, MA: Harvard University Press, Rev. and enl., 2000), 647 citing Yun Liu, Renxiang Wang, Qin Mu, 木芹. 刘云. 王仁湘 刘云 Zhongguo Zhu Wen Hua Da Guan 中国箸文化大观 (Beijing: Kexue chubanshe, 1996).
  7. Etiquette in Singapore | Frommer's.
  8. (1 January 1997) Ethnic Chinese as Southeast Asians. Institute of Southeast Asian Studies. 
  9. Norman, Jerry (1988) Chinese, Cambridge University Press, p76.