ჩინთის ყველაწმინდის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩინთის ყველაწმინდის ეკლესიაარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩინთის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბერიანთ ხევის მარჯვენა ნაპირზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია (4,5 x 2,7 მეტრი), ნაგებია წვრილი ნატეხი ქვით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია გადახურვა, მონგრეულია კედლების ზედა ნაწილები. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით, ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე, ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი, რომლის გვერდებზე თითო პატარა ნიშია. ერთი სწორკუთხა სარკმელი დასავლეთ კედელშია, ეკლესიას გარს აკრავს ნატეხი ქვით ნაგები, დაბალი გალავანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]