ჩემს ყოფილს ვუნდივარ (ტელენოველა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩემს ყოფილს ვუნდივარ
Mi-ex-me-tiene -ganas- dtelenovela.jpg
ფორმატი ტელენოველა
რომანტიკა
მისტერია
კომედია
დრამა
ავტორი მარტინ ჰანი
მონაწილეობენ დანიელა ალვარადო
ლუსიანო დ'ალესანდრო
ნორკის ბატისტა
გილერმო გარსია
ვინსტონ ვანელინა
ლილიბეთ მორილო
ჯონათან მონტენეგრო
ელენ აბადი
ქვეყანა ვენესუელის დროშა ვენესუელა
ეპიზოდი 159
ეთერი
ორიგინალური არხი ვენევისიონი
პირველად ეთერში 16 მაისი, 2012

ჩემს ყოფილს ვუნდივარ (ესპ. Mi Ex Me Tiene Ganas) — ვენესუელური ტელენოველა, რომლის გადაღება დაიწყო 2012 წელს. სერიალის პრემიერა მოეწყო ვენესუელური ტელეკომპანია ვენევისიონის ეთერში. იდეის ავტორი და შემქმნელია მარტინ ჰანი.

შინაარსი[რედაქტირება]

სერიალი მოგვითხრობს სამ მეგობარ ქალზე: პილარი, მირანდა და სოლედადი. ისინი ცდილობენ, შეიქმნან კარიერა და იყვნენ წარმატებული. მაგრამ მათ ცხოვრებაში ჩნდებიან ყოფილი შეყვარებულები და ყველაფერი პირიქით იცვლება. ისინი აძლევენ მეორე შანსს მამაკაცებს, რომ აღარ ჩაიდენენ შეცდომებს და არ გახმაურდება წარსულის საიდუმლოება. სანამ ეს სამი ადამიანი ცდილობს, იპოვოს კვლავ ბედნიერება, ჩნდება იდუმალი მკვლელი, სახელად ჯადოქარი (el Brujo), რომელიც გარკვეული მოტივებითა და მიზეზით მოქმედებს. ფილმის პირველ სერიაში უჩინარდება ანტონია პარისი, რომელსაც თვალსაჩინო ადგილი ეკავა საზოგადოებაში. სწორედ, მის გარშემო ხდება მკვლელობები და მასაც უკავშირდება გარკვეული საიდუმლოება. მაყურებელიც ჩართულია სერიალის პროცესში და ცდილობს გამოიცნოს, ვინ არის იდუმალი მკვლელი და რა ამოძრავებს.

მსახიობები და როლები[რედაქტირება]

მსახიობი პერსონაჟი
დანიელა ალვარადო პილარ ლა როკა
ლუსიანო დ'ალესანდრო ალონსო პრადა
გილერმო გარსია კორნელიო მენა
ნორკის ბატისტა მირანდა ათენასი-მილერი
კარლოს მონტილა კევინ მილერი
ვინსტონ ვანელინა სპარტაკი სანსეგუნდო
ლილიბეთ მორილო სოლედად ლინარესი-კორდერო
მიგელ ფერარი ხაიმე კორდერო
ჯონათან მონტენეგრო პაბლო ნარანო
ელენ აბადი კარენ მილერი-პრადა
ამანდა გუტიერესი დოლორეს ლა როკა
კარიდად კანელონი ფელიპა ფრანკო
კრისოლ კარაბალი ამანდა ათენასი
ილდა აბრაამსი ლუკრესია მილერი
გუსტავო როდრიგესი ვალენტინ ლა როკა
როლანდო პადილა ბაუტისტა სორილა
კაროლინა პერპეტუო ანტონია პარისი
მიგელ დე ლეონი ფრანკო როსასი
მარიაკა სემპრუნი თალია ფლორესი
შერილ რუბიო სტეფანი მილერი
სუსე ვერა რებეკა პატინო
კერლი რუისი კრისტელ მანსანო
მარტინ ბრასესკო გუსტავო რივასი
გაბრიელ ლოპესი გერმან სორილა-ფრანკო
საულ მარინი ხოსე მუნოსი
პაულა ვოისეჩოვსკი ვერონიკა ალვარადო
სესარ ფლორესი ანტონიო ტორესი
ანდრეინა კარვო პატრისია სოლორსანო
ხუან კარლოს გარსია ბრუნო ლინკუესტენინი
ხავიერ პარედესი ალირიო ლობო
გუსტავო სილვა ფრანცისკო ერნანდესი
ანტონიო დელი ხოსე არმანდო ნავასი
დორა მასონე პეტრა პარისი

პერსონაჟები[რედაქტირება]

  • პილარ ლა როკა: იგი ლამაზი და სანდო ადამიანია. მას აქვს სამოდელო ოფისი. ის არის, აგრეთვე, მხიარული და განათლებული ადამიანი. როდესაც საქმე მამაკაცს ეხება, ხდება სარკასტული. ცხოვრობს თავისი მცირე ბიუჯეტით, მაგრამ არის ოპტიმისტი და გამბედავი ადამიანი. იგი მარტოხელა დედაა და ჰყავს 5 წლის ქალიშვილი ანდრეა.
  • ალონსო პრადა: იგი ტექნიკის სახლის არქიტექტორია. ის წარმატებული და მიმზიდველი მამაკაცია, რომელიც ქალების მხრიდან დიდ ინტერესს იჩენს. მას ჰყავს მეუღლე კარენი, მდიდარი გოგონა მაღალ საზოგადოებაში.
  • კორნელიო მენა: ის არის მხატვარი, მიმზიდველი, მიმართულია ყოველთვის ხატვისაკენ, ამავდროულად ბავშვური. ფინასურად უზრუნველყოფილია და სურს, რომ ჰყავდეს მსახური ქალი, რომელიც მისი იქნება. მას არ სჯერა ქორწინების. იგი მშიშარაა და ახასიათებს განსხვავებული ხასიათი.
  • მირანდა ათენასი: წარმატებული, დახვეწილი, ელეგანტური და დამოუკიდებელი ადამიანი. იგი არის მოდელი და მნიშვნელოვანი ფიგურა მედიაში. ჰყავს მეუღლე კევინ მილერი, რომელიც ტექნიკური სახლის პრეზიდენტია. მირანდასა და კევინს არ აქვთ კარგი და მშვიდი ურთიერთობა ერთმანეთთან.
  • სპარტაკი სანსეგუნდო: უბრალო, ახოვანი და ლაპარაკის მოყვარული ადამიანი. იგი ხელოსანია და აქვს მკაცრი ეკონომიკური მდგომარეობა. თავის თავს ჰპირდება, რომ დაბრუნდება ყოფილ მეუღლესთან და აღარ იმუშავებს ტექნიკურ სახლში.
  • კევინ მილერი: ცნობილი არქიტექტორი. იგი უემოციო, ეგოისტი და სიმპათიური ადამიანია. ჰყავს მეუღლე მირანდა ათენასი.
  • სოლედად ლინარესი: ლამაზი და იდეალური ადამიანია. მუშაობს სალონში როგორც პროფესიონალი მაკიაჟის მხატვარი. განქორწინებულია და ჰყავს ორი ქალიშვილი ელენა და გეორგინა.
  • პაბლო ნარანო: იგი ათლეტური ადამიანია, მონაწილეობს ბრენდებში და ცნობილია თავისი სამიჯნურო თვისებებით. ის მგრძნობაირე ადამიანია, მაგრამ ცხოვრობს ფანტაზიით.
  • ხაიმე კორდერო: იგი არის ანტიკური ავეჯის გამყიდველი. არის ჯიუტი ადამიანი. დაქორწინებული იყო სოლედადზე და ჰყავს ორი ქალიშვილი.
  • ლუკრესია მილერი: კევინის ყოფილი მეუღლე, კარენისა და სტეფანის დედა. იგი მაღალი წრის ქალბატონია და აქვს თავისი სტუდია. მას არ მოსწონს, როდესაც თავისი ქალიშვილი სტეფანი ხვდება გერმანს, რადგან წარსულში რაღაცა საიდუმლო აკავშირებს და ამიტომ სძულს ის.
  • კარენ მილერი: კევინისა და ლუკრესიას ქალიშვილი, ალონსოს მეუღლე. იგი მაღალი წრის საზოგადოებაშია, მუშაობს დედამისის სტუდიაში. ის განათლებულია და იმოგზაურა ბევრ ქვეყანაში. თანამშრომლების მიმართ არ გამოირჩევა დიდი წყალობით.
  • ამანდა ათენასი: იგი არის მირანდას და, აგრეთვე, კევინის საყვარელი. ის არის სამოდელო ოფისის მფლობელი, რომელიც კარგად ერკვევა ბიზნესში. უყვარს გიჟური სასიყვარულო ურთიერთობები.
  • ფელიპა ფრანკო: იგი ფსიქოლოგი და მოაზროვნე ადამიანია. მუშაობს ბარში, რადგან უფრო მეტ ფულს გამოიმუშავებს, ვიდრე კონსულტაციები. თუმცა ბევრ ადამიანს აძლევს სასარგებლო რჩევებს. გათხოვილი იყო ბაუტისტა სორილაზე და ჰყავს ვაჟი გერმანი.
  • ბაუტისტა სორილა: იგი საინტერესო ადამიანია. მას აქვს თავისი თურქული კაფე. ის არის მამრობითი ფსიქიკის ექსპერტი ქალთან ურთიერთობაში. როდესაც საუბარია მამაკაცზე, სექსისტურია და, როდესაც საუბარია ქალზე, ფემინისტური. დაქორწინებული იყო ფელიპა ფრანკოზე და ჰყავს ვაჟი გერმანი.
  • დოლორეს ლა როკა: პილარის ბებია. ჰყავს მეუღლე ვალენტინი.
  • ვალენტინ ლა როკა: პილარის პაპა(ბაბუა). დაქორწინებულია დოლორესზე.
  • თალია ფლორესი: იგი არის სტუდენტი სამხატვროს განხრით. მუშაობს პილარის სამოდელო ოფისში და არის მისი თანაშემწე. სწამს თავისუფალი სიყვარულის და არ არის მომხრე მნიშვნელოვანი ურთიერთობის. არის ფარისეველი.
  • კრისტელ მანსანო: მუშაობს ტექნიკურ სახლში. იგი ხაიმეს საყვარელია და ეძებს პიროვნებას, ვინც მოაგვარებს მის ცხოვრებას.
  • სტეფანი მილერი: კევინისა და ლუკრესიას ქალიშვილი. მისი ხასიათი განსხვავდება დედისა და დისგან. იგი ძალიან ლამაზი, განათლებული და მიზანმიმართულია და ცდილობს, ბევრს მიაღწიოს ცხოვრებაში.
  • გერმან სორილა: ბაუტისტას და ფელიპას ვაჟი. იგი ჭკვიანია, განათლებული და სამოყვარულო ფეხბურთელი.
  • გუსტავო რივასი: იგი არქიტექტორია, რომელსაც დაშორდა და დაკარგა ყველაფერი. უყვარს ქალებთან ურთიერთობა და ალოკოჰოლი. დაქორწინებული იყო ამანდა ათენასზე.
  • ხოსე მუნოსი: დეტექტივი, რომელიც იძიებს მკვლელობებს.
  • რებეკა პატინო": იგი იყო მდივანი ექიმი სამედიცინო ცენტრში. არის სპარტაკის საყვარელი.
  • ანტონია პარისი: იგი ტექნიკური სახლის მფლობელია. პირველ სერიაში საეჭვოდ გაუჩინარდა და აღარ გამოჩენილა. მას ცუდი დამოკიდებულება ჰქონდა თანამშრომლებთან და ახლობლებთან.

ჯადოქარი[რედაქტირება]

მარტინ ჰანის სხვა თრილერების მსგავსად ანხელიკას ცოდვა, იუდას ქალი, უცნაური ანასტასია, ახალგაზრდა ქვრივი, ფილმში არის იდუმალი მკვლელი - ჯადოქარი. იგი ჩნდება ანტონია პარისის გაუჩინარების შემდეგ. მკვლელის ვინაობა კი უცნობია.

'ჯადოქრის აღწერა:'

  • გრძელი რუხი პარიკი.
  • აფრიკული ნიღაბი ბრმა თვალით.
  • კრემისფერი ქურთუკი და შარვალი.
  • ატარებს მოწამლულ ბრჭყალებიან ჯოხს.
  • შავი ხელთათმანები.

მუსიკა[რედაქტირება]

  • Lilibeth Morillo - Amor de mis amores

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]