ჩაის ფოთლის საფიქსაციო მანქანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაის ფოთლის საფიქსაციო მანქანა — უწყვეტი მოქმედების მანქანა, რომელშიც ჩაის ფოთლის ფიქსაცია და შეშრობა გაერთიანებულია ერთ პროცესში. აგრეგატში ფიქსაციისათვის გამოყენებულია ტენიანი ცხელი ჰაერი. ჩაის ფოთლის საფიქსაციო მანქანას ჩაის ფოთოლს აწვდის კონვეიერი. აქედან სექტორული ჩამტვირთავი დოლით ჩაის ფოთოლი ჩაიტვირთება საფიქსაციო საკანში, რომლის გვერდები აწყობილია იზოლირებული თუჯის ფილებისაგან. საფიქსაციო საკანში განლაგებულია ლითონისბადიანი ოთხი კონვეიერი. ჩამტვირთავი დოლიდან ჩაი იყრება ზედა კონვეიერზე. ამავე დროს კალორიფერიდან გამოსული ცხელი ჰაერი შემრევ საკანში მოხედრის შემდეგ ვენტილატორით იჭირხნება და დიფუზორის გავლით ხვდება საფიქსაციო საკანში. ჩაის ფოთოლი გაივლის ოთხივე კონვეიერს (ზემოდან ქვემოთ) და 300-400 /კგ ტენის შემცველი და 170-180 °C-მდე გახურებული ჰაერით განიცდის ფიქსაციას, შრება და იყრება გამომტან დასაყოვნებელ ტრანსპორტიორზე. ნამუშევარი ჰაერის ნაწილი მილით ატმოსფეროში გადის, ხოლო ნაწილი დიფუზორის გავლით კვლავ კალორიფერში ხვდება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]