ჩაის მეთესლეობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ჩაის მეთესლეობამემცენარეობის დარგი, რომლის ამოცანაა ჩაის მცენარის დარაიონებული ჯიშების თესლის მასობრივად გამრავლება. ჩაი ძირითადად თესლით მრავლდება, ამიტომ მაღალხარისხოვანი თესლის მისაღებად აშენებენ დარაიონებული სელექციური ჯიშების სათესლეებს, რომლებიც იზოლირებულია ჩაის საკრეფი პლანტაციებისაგან. სათესლე ნაკვეთზე ჩაის ფოთოლი არ იკრიფება, მცენარე იზრდება თავისუფლად, გაუსხლავად. კარგი მოვლის პირობებში მცენარე თესლს მე-4—მე-5 წელს იძლევა, ხოლო მე-7—მე-8 წელს იწყება სრული მსხმოიარობა. 1 ჰა ფოთოლსაკრეფი პლანტაციის გასაშენებლად საჭიროა 130-150 კგ თესლი. 1 ჰა-იდან შეიძლება მივიღოთ 1000-1500 კგ მაღალხარისხოვანი თესლი. 1987 წლისთვის საქართველოში მეჩაიეობის რაიონებში ჩაის სელექციური ჯიშების სათესლეები 240 ჰა-ზე იყო გაშენებული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]