შტამის უღელტეხილის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შტამის უღელტეხილის ეროვნული პარკი

Parku Kombëtar i Qafë Shtamës

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
შტამის უღელტეხილის ეროვნული პარკი
მდებარეობა დურესი
ქვეყანა ალბანეთი
უახლოესი ქალაქი კრუია
კოორდინატები 41°31′14″ ჩ. გ. 19°53′53″ ა. გ. / 41.52056° ჩ. გ. 19.89806° ა. გ. / 41.52056; 19.89806
ფართობი 20 კმ²
დაარსდა 1996

შტამის უღელტეხილის ეროვნული პარკი (ალბ. Parku Kombëtar i Qafë Shtamës) — ეროვნული პარკი ალბანეთის მთიან ნაწილში. მდებარეობს დურესის ოლქში, ქალაქ კრუიადან დაახლოებით 25 კილომეტრით აღმოსავლეთით[1]. პარკს სახელი შტამის უღელტეხილის საპატივმცემლოდ ეწოდა. ეროვნული პარკი გაშლილია 2000 ჰექტარი ფართობის ტერიტორიაზე. შტამის უღელტეხილის ეროვნული პარკი 1996 წელს დაარსდა[2]. ბოლო პერიოდში ის ძალიან პოპულარული ადგილი გახდა საფეხმავლო მარშრუტებისათვის[3].

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Afërdita Elezi (2010), Guida e Natyrës Shqiptare, Merkatino
  2. Rrjeti i zonave të mbrojtura në Shqipëri. Ministria e Mjedisit , Pyjeve dhe të Administrimit Ujërave (April 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-08. ციტირების თარიღი: 2011-06-02.
  3. World Database on Protected Areas. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2017-04-17.