შიპკის უღელტეხილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შიპკის უღელტეხილი
შიპკის უღელტეხილი
შიპკის უღელტეხილი
კოორდინატები: 42°46′ ჩ. გ. 25°19′ ა. გ. / 42.767° ჩ. გ. 25.317° ა. გ. / 42.767; 25.317
ქვეყანა ბულგარეთის დროშა ბულგარეთი
სიმაღლე 1190 
შიპკის უღელტეხილი — ბულგარეთი
შიპკის უღელტეხილი

შიპკის უღელტეხილი (ბულგ. Шипченски проход) — უღელტეხილი ბულგარეთში, სტარა-პლანინის მთებში. სიმაღლე 1190 მ. შიპკის უღელტეხილზე გადის კაზალნიკ-გაბროვის საავტომობილო გზა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რუსეთ-ოსმალეთის ომის (1877-1878) დროს შიპკის უღელტეხილის ხელში ჩასაგდებად გააფთრებული ბრძოლები მიმდინარეობდა. 1877 წლის 7(19) ივლისს რუსეთის ჯარებმა დაიკავეს შიპკის უღელტეხილი. ოსმალეთის სარდლობამ კონტრშეტევისა და რუსეთის ჯარების დუნაის იქით უკუგდების მიზნით ჩერნოგორიიდან იმიერბალკანეთში გადაისროლა სულეიმან-ფაშას არმია 37500 კაცი. სულეიმან-ფაშამ შიპკაზე რუსეთ-ბულგარეთის არმიის 4800 რაზმის წინააღმდეგ გაგზავნა 27 ათასი კაცი. მალე რუსეთ-ბულგარელებს წამოეშველათ 7500 კაცი რეზერვიდან, რის შედეგადაც მოიგერიეს ოსმალტა შეტევები. 11(23) აგვისტოს ოსმალეთის ჯარმა უღელტეხილს შეუტია სამი მიმართულებით, თუმცაღა რუსულ-ბულგარული არმიის დამარცხება ვერ შეძლეს. 14(26) აგვისტოს კონტრშეტევით რუსეთ-ბულგარელების ჯარმა უკუაგდო ოსმალთა არმია და მტკიცედ დაემკვიდრნენ შიპკის უღელტეხილზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]