შვედური ვალჰუნდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
შვედური ვალჰუნდი
წარმოშობის ქვეყანა შვედეთი
თვისებები
წონა მამრი 15 კგ.
მდედრი 11 კგ.
სიმაღლე მამრი 33 სმ.
მდედრი 31 სმ.
ბეწვი ნაცრისფერი,
მოჟღალო-ყვითელი,
მოჟღალო-ყავისფერი.
ძაღლი (Canis lupus familiaris)

შვედური ვალჰუნდი (შვედ. Västgötaspets) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია შუა საუკუნეების შვედეთში.

გარეგნულად და ტემპერამენტით შვედური ვალჰუნდი უელშ-ქორგიჰემბროკს ჰგავს, და შესაძლოა, სკანდინავიაში ვიკინგებთან ერთად მოხვდა, რომლებიც მანამდე პემბროქშირში (უელსი) სახლობდნენ. შვედურ ჯიშს ადგილობრივად მიიჩნევენ, მაგრამ, უფრო სავარაუდოა, რომ ეს ენერგიული, მოკლეფეხება მეცხვარე ძაღლი კონტინენტური ევროპის ბასეტებისგან იღებს სათავეს. ჯიუტი შვედური ვალჰუნდი შესანიშნავი ძაღლია ფერმისთვის, სადაც სხვადასხვა სამუშაოს ასრულებს — დარაჯობს და მიერეკება ფარას, იცავს ქონებას და ებრძვის მღრღნელებს. გამოცდილ ხელში შვედური ვალჰუნდი კარგი კომპანიონია, თუმცა თუ სხვა ძაღლებთან გააჩერებთ, იჩხუბებს.

შვედური ვალჰუნდი კარგად უძლებს სიცივეს და ქალაქის პირობებში ცხოვრებას, სჭირდება დამატებითი ფიზიკური დატვირთვა, ვერ ეგუება ბავშვებს, კარგი მოდარაჯეა. აქვს გრძელი, ძალიან დაკუნთული კისერი, ძლიერი ფეხები. ბალანი უხეშია, საშუალო სიგრძის, შეიძლება იყოს ნაცრისფერი, მოჟღალო-ყვითელი, მოჟღალო-ყავისფერი, ზონარული ნაცრისფერი. მსხვილი, წაწვეტებული ყურები დაფარულია ნაზი ბალნით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]