შვედეთის ზომიერი პარტია
|
Moderate Party |
||
|---|---|---|
|
||
| ლიდერი | ფრედრიკ რეინფელდტი | |
| დაფუძნდა | 1904 | |
| იდეოლოგია | ლიბერალ-კონსერვატიზმი | |
| ევროპული აკრედიტაცია | ევროპის სახალხო პარტია | |
| საერთაშორისო აკრედიტაცია | საერთაშორისო დემოკრატიული კავშირი | |
| ფერები | თეთრი, ცისფერი | |
| შტაბ-ბინა | Stora Nygatan 30 სტოკჰოლმი | |
| რიქსდაგი |
107 / 349
|
|
| ევროპარლამენტი |
4 / 20
|
|
|
|
||
შვედეთის ზომიერი კოალიციური პარტია (შვედ. Moderata samlingspartiet ან შემოკლ. Moderaterna) — შვედეთის კონსერვატიული პოლიტიკური პარტია, დაარსებული 1904 წელს. 1904-1938 წლებში ეწოდებოდა „საყოველთაო არჩევნების კავშირი“ (შვედ. Allmänna valmansförbundet), 1938-1952 წლებში „მემარჯვენეთა ეროვნული ორგანიზაცია“ (Högerns riksorganisation), 1952-1968 წლებში „მემარჯვენე პარტია“ (Högerpartiet), 1968 წლიდან თანამედროვე სახელწოდებას ატარებს.
გამოდის თავისუფალი ბაზრისა და პრივატიზაციის მხარდამჭერი ლოზუნგით. მხარს უჭერს შვედეთის ევროკავშირში ყოფნას, ასევე გამოდიოდა შვედეთის ევროზე გადასვლის მხარდაჭერით. 2010 წლის რიქსდაგის არჩევნებზე პარტიამ ხმათა 30 % მოაგროვა და 349 ადგილიან პარლამენტში 107 მანდატი მოიპოვა. 2006 წლიდან პარტიის თავმჯდომარე ფრედრიკ რეინფელდტი მთავრობის მეთაურია.
