შვედეთის განათლების სისტემა
| ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. გთხოვთ გამართოთ იგი შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|შვედეთის განათლების სისტემა}} |
განათლების სისტემა შვედეთში მოწერიგებულია ე.წ. სასკოლო კანონით (შვედურად Skollagen). შვედური განათლების სისტემა დეცენტრალიზებულია. არსებობს ე.წ. სასკოლო ვალდებულება 7-დან 16 წლამდე, რომლის მიხედვითაც მშობლებს ევალებათ სკოლაში ატარონ ბავშვი, ანდა შეაძლებინონ თავიანთ შვილს სასკოლო განათლების მიღება. სასკოლო განათლების მიღება შესაძლებელია, როგორ შინ, ე.ი. სახლში, ასევე გარეთ, ე.წ. თავისუფალ სკოლაში.
წერა-კითხვის უცოდინართა რაოდენობა შვედეთში ქვეყნის მოსახლეობის 1 % -ც არაა, რის გამოც ციფრობრივი უმნიშვნელობის გამო იფიციალურად არც განიხილება როგორც საზოგადოებრივი პრობლემა. სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, დაახლოებით 25.000 წერა-კითხვის უცოდინარი ცხოვრობს შვეციაში, რომელთა აბსოლუტური უმრავლესობა არაშვედია და შვედეთში გვიან, ან მოზრდილ ასაკში ჩავიდა, მანამდე კი ბავშვობაში, თავიანთი წარმოშობის ქვეყნებში სასკოლო განათლების მიღების საშუალება, ან უფლება არ ჰქონიათ.
ისტორია [რედაქტირება]
სკოლა [რედაქტირება]
პირველ ორგანიზებულ სკოლებს შუა საუკუნეებში წარმოადგენდა მონასტრები, სადაც სამონასტრო სკოლები არსებობდა. მეცადინეობა მიმდინარეობდა ლათინურად, ხოლო შვედური ენა კი საკლასო ოთახებში გაისმა რეფორმაციის ხანაში.