შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“
რეჟისორი ჯორჯ მილერი
პროდიუსერი
სცენარისტი
როლებში
კომპოზიტორი Junkie XL
ოპერატორი ჟონ სილი
მონტაჟი მარგარეტ სიქსელი
სტუდია
დისტრიბუტორი Warner Bros. Pictures
გამოსვლის თარიღი აშშ: 7 მაისი, 2015 (2015-05-07)
ავსტრალია: 14 მაისი, 2015 (2015-05-14)
ხანგრძლივობა 120 წთ.[1]
ქვეყანა
  • ავსტრალია
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 150 მილიონი აშშ დოლარი[2][3]
შემოსავალი 378.9 მილიონი აშშ დოლარი[4]

შეშლილი მაქსი: მრისხანების გზა“ (ინგლ. Mad Max: Fury Road) — 2015 წლის მოქმედებითი ფილმი, რომლის რეჟისორი და სცენარის ავტორია ჯორჯ მილერი. სცენარზე მილერთან ერთად მუშაობდნენ ნიკო ლათურისი და ბრენდან მაკ-კარტი. ფილმი არის შეშლილი მაქსის კინოსერიის მეოთხე ნაწილი. ის შექმნეს სტუდიებმა Kennedy Miller Mitchell, RatPac-Dune Entertainment და Village Roadshow Pictures. სიუჟეტი ვითარდება პოსტაპოკალიპტიკაპტურ მომავალში, უდაბნოში, სადაც წყლისა და საწვავის მარაგი თითქმის ამოწურულია. მაქს როკატანსკი (ტომ ჰარდი) უერთდება იმპერატორ ფურიოსას (შარლიზ თერონი) და ისინი ერთიანი ძალებით ცდილობენ თავი დააღწიონ საკულტო ლიდერ უკვდავ ჯოს (ჰიუ კის-ბირნი).

ოსკარის 88-ე დაჯილდოებაზე ფილმმა გაიმარჯვა 6 ნომინაციაში: საუკეთესო მონტაჟი, საუკეთესო ხმა, საუკეთესო გრიმი, საუკეთესო კოსტიუმების დიზაინის, საუკეთესო მხატვრული გაფორმება, საუკეთესო ხმის მონტაჟი.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

ბირთვული აპოკალიფსის შემდეგ სამყარო თანდათან უდაბნოდ გადაიქცა და ცივილიზაცია გაქრა. მაქსი, რომელიც გადარჩა, უკვდავი ჯოს მებრძოლებმა დაატყვევეს ჯოს სამფლობელო „ციტადელში“. მაქსს სისხლის დონორად იყენებდნენ, რადგან მას უნივერსალური სისხლის ჯგუფი ჰქონდა.

ამასობაში იმპერატორ ფურიოსას საბრძოლო ჯავშან-სატვირთოთი სხვა ქალაქში გზავნიან ბენზინზე. როდესაც ფურიოსა მარშუტიდან გადაუხვევს, ჯო ამჩნევს რომ მისი ხუთივე ცოლი უგზო უკვლოდ ქრება. ჯო თავის არმიასთან ერთად დაედევნება ფურიოსას. ნუქსი ერთვება დევნაში მაქსთან ერთად (მაქსი მისი სისხლის დონორია). ფურიოსა ქვიშის ქარიშხლისკენ მიემართება, სადაც ნუქსის გარდა ყველა მდევარს ჩამოიშორებს. ქვიშის ქარიშხლის შემდეგ მაქსი პოულობს ნუქსს, მაგრამ მათი მანქანა აღარ გამოდგება. მაქსი პოულობს სატვირთოს სადაც ფურიოსა და ჯოს 5 ცოლია, აქედან ერთ-ერთი ფეხმძიმედაა — ანჰარადი. მაქსი იპარავს სატვირთოს მაგრამ გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ მის მართვას ვეღარ ახერხებს. შემდეგ ჩნდება ფურიოსა, რომელიც უხსნის რომ ეს მათი გაქცევის ბოლო შანსია. ნუქსი ჯოს არმიას უერთდება.

ფურიოსა სატვირთოს კანიონისკენ წაიყვანს, რომელსაც ბაიკერები აკონტროლებენ. მათ ხელშეუხებლობის შეთანხმება აქვთ. ისინი აფეთქებენ კანიონს და ბლოკავენ ჯოს არმიას, შემდეგ კი ფურიოსას დაევდევნებიან რათა მან პირობა დაარღვია. უკვდავი ჯოს მანქანაზე ნუქსი იმყოფება, ისინი გადალახავენ ლოდების გროვას და სატვირთოს შეუტევენ. შეტაკებისას იღუპება ჯოს ფეხმძიმე ცოლი ანჰარადი, რომელიც სატვირთოდან ვარდება და მდევარი მანქანის ბორბლებში აღმოჩნდება.

ფურიოსა მაქსს უყვება რომ ისინი მიიწევენ „მწვანე მიწებისკენ“, რომელიც მას ბავშვობაში უნახავს. წითური ცოლი (Capable) სატვირთოში შემთხვევით ნუქსს პოულობს. ნუქსი იმდეგაცრუებულია და გადარჩენის იმედი აღარ აქვს, რადგან მის თვალწინ ჯოს ცოლი დაიღუპა, მან კი ვერაფერი მოიმოქმედა.

ჯო მოკავშირე ტყვიების ფერმერს ავალებს ფურიოსას მოკვლას. ფერმერს სნაიპერიდან ნასროლი ტყვია ხვდება და მხედველობას კარგავს, შემდეგ ჩნდება მაქსი, რომელიც ფერმერის მებრძოლებს კლავს და იარაღასხმული ბრუნდება სატვირთოსთან.

ღამით, ისინი ჭაობიან მიწებს გადალახავენ. მეორე დილას შიშველ ქალს პოულობენ. მაქსი ფიქრობს რომ ეს მახეა, მაგრამ ფურიოსა თამამად უახლოვდება და თავის ისტორიას უამბობს. ქალი თავისი კლანის წევრებს მოუხმობს, ისინი ცნობენ ფურიოსას. ფურიოსა განადგურებულია როცა შეიტყობს რომ მწვანე მიწები სწორედ ის ჭაობიანი ადგილებია, რომელიც მათ გამოიარეს. შემდეგ, კლანთან ერთად ისინი აპირებენ უდაბნოს გადალახვას, ახალი სახლის პოვნის იმედით. მაქსი დარჩენას გადაწყვეტს, მაგრამ მოლანდებები არ ასვენებს. მაქსი ფურიოსას კლანს დაეწევა, უდაბნოში ხეტიალს გადააფიქრებინებს და დაუცველი ციტადელის აღებას სთავაზობს, სადაც საკმარისი წყალი და სიმწვანეა.

უკანა გზაზე, ჯოს არმიასთან დაპირისპირებაში, ფურიოსა მძიმედ დაიჭრება. ჯოს მანქანა სატვირთოს წინაა, რათა მისი სვლა შეანელოს. ფურიოსა ახერხებს ჯოს მოკვლას, რიქტუს ერექტუსი ტყუვდება ჯოს ერთ-ერთი ცოლის დახმარებისას. უკან დაბრუნებისას იღუპება ნუქსი, რომელიც სატვირთოთი ავარიას აწყობს, რათა მდევრებისთვის კანიონის გზა დაბლოკოს. მაქსი ფურიოსას მოსულიერებას სისხლის გადასხმით ცდილობს.

ციტადელში, გაღარიბებული ხალხი უზომოდ ბედნიერია ჯოს გვამის ხილვით. ისინი ტაშით და სიხარულით ეგებებიან ფურიოსას და გადარჩენილ ცოლებს. მაქსი ფურიოსას ემშვიდობება და ბრბოში უჩინარდება.

საუნდტრეკი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფილმის საუნდტრეკი ეკუთვნის გერმანელ კინოკომპოზიტორ Junkie XL-ს (ტომ ჰოლკენბორგი). Junkie XL-ის გამოჩენამდე, ფილმის მუსიკის შექმნაზე მუშაობდნენ: ჰანს ციმერი, ჯონ პოველი და მარკო ბელტრამი. ფილმ 300: იმპერიის აღზევების საუნდტრეკის მოსმენის შემდეგ მილერი შეხვდა Junkie XL-ს. „მე ვიყავი ძალზედ შთაგონებული და დავიწყე ცალკეული სცენებისთვის მუსიკის წერა“ იხსენებს ის. მთავარი საუნდტრეკი დაიწერა 4 კვირაში. ის გამოიცა 2015 წლის 12 მაისს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. MAD MAX: FURY ROAD (15). British Board of Film Classification (5 May 2015). ციტირების თარიღი: 5 May 2015.
  2. Sperling, Nicole. (7 July 2014) Drive Like Hell. Entertainment Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 დეკემბერი 2014. ციტირების თარიღი: 9 August 2014
  3. Lang, Brent. (7 May 2015) Box Office: 'Mad Max: Fury Road,' 'Pitch Perfect 2' Eye $40 Million Openings. Variety. (Penske Media Corporation). ციტირების თარიღი: 8 May 2015
  4. Mad Max: Fury Road (2015). Box Office Mojo. ციტირების თარიღი: 5 September 2015