შერლოკ ჰოლმსი
ვიკიპედიიდან
შერლოკ ჰოლმსის ძეგლი ლონდონში
შერლოკ ჰოლმსი (ინგლ. Sherlock Holmes) ართურ კონან დოილის მიერ შექმნილი ლიტერატურული პერსონაჟი. კონან დოილმა შექმნა მოთხრობების მთელი სერია ცნობილი დეტექტივის შერლოკ ჰოლმსის თავგადასავლების შესახებ. ეს ნაწარმოებები ითვლება დეტექტივური ჟანრის კლასიკად. ნაწარმოებებში თხრობა მიმდინარეობს შერლოკის მუდმივი თანამგზავრის — ექიმი ვატსონისგან. ვატსონი აღწერს ჰოლმსის გამოძიებებს, ცნობილი „დედუქციური მეთოდის“ გამოყენებით, თუმცა გამოძიების ბოლომდე მას არ ესმის თუ როგორ ხსნის ჰოლმსი ბოროტმოქმედებას, ხოლო ბოლოს ჰოლმსი უხსნის ვატსონს თავის მოქმედებებს.
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

