სიდნი პეჯეტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სიდნი ედვარდ პეჯეტი, დაახლოებით 1890 წელი

სიდნი ედვარდ პეჯეტი (ინგლ. Sidney Edward Paget; დ. 4 ოქტომბერი, 1860 – გ. 28 იანვარი, 1908) — ვიქტორიანული ეპოქის (1837-1901) ბრიტანელი ილუსტრატორი. ცნობილია ართურ კონან დოილის მიერ შერლოკ ჰოლმზე დაწერილი მოთხრობებისათვის გაკეთებული ილუსტრაციებით, რომლებიც ჟურნალში „The Strand Magazine“ იბეჭდებოდა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

შერლოკ ჰოლმსი (მარჯვნივ) და ექიმი უოტსონი, ილუსტრაცია მოთხრობიდან „ბერძენი თარჯიმანი“

სიდნი ედვარდ პეჯეტი დაიბადა რობერტ და მართა პეჯეტების ოჯახში და ცხრიდან მეხუთე შვილი იყო. 1881 წელს სიდნი ხელოვნების სამეფო აკადემიის სკოლაში ჩაირიცხა, სადაც გაიცნო და დაუმოგებრდა არქეოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტს ალფრედ მორის ბატლერს, რომლის სახე, მოგვიანებით, ექიმი უოტსონის ილუსტრაციისათვის გამოიყენა. 1879-1905 წლებში სამეფო აკადემიის გამოფენებზე პეჯეტმა თვრამეტი ნახატი გამოამზეურა, საიდანაც ცხრა პორტრეტი იყო.

სიდნი პეჯეტის ნახატები გამოქვეყნდა ისეთ ჟურნალებში, როგორებიც იყო „The Strand Magazine“, „The Pictorial World“, „The Sphere“, „The Graphic“, „The Illustrated London News“, „The Pall Mall Magazine“. მისი ნამუშევარი ცნობილი გახდა როგორც გაერთიანებულ სამეფოში, ასევე – ამერიკის შეერთებულ შტატებში. პეჯეტის მიერ იქნა ილუსტრირებული ართურ მორისონის მოთხრობების ნაწილი მაძებარ მარტინ ჰიუიტზე. თუმცა, ყველაზე უკეთ ცნობილი, სიდნი პეჯეტი ართურ კონან დოილის მოთხრობების ილუსტრაციებმა გახადა.

1893 წლის 1 ივნისს სიდნი პეჯეტი დაქორწინდა ედით ჰაუნსფილდზე (დ. 1865), ფერმერ უილიამ ჰაუნსფილდის ქალიშვილზე; შეეძინათ ოთხი ქალიშვილი და ორი ვაჟი.

ილუსტრატორი სიდნი პეჯეტი გარდაიცვალა 1908 წლის 28 იანვარს ქალაქ მარგიტში. სიცოცხლის უკანასკნელ წლებში აწუხებდა ძლიერი ტკივილი მკერდის არეში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: