შაჰსეი-ვაჰსეი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

შაჰსეი-ვაჰსეიმაჰმადიანი შიიტების უძველესი დღესასწაული, იმართებოდა მთავარის კალენდრის პირველი თვის მეათე (ნოჰარამის) დღეს.

გადმოცემის თანახმად ისლამის რელიგიის ფუძემდებლის მუჰამედის სიკვდილის შემდეგ (632 წ.), მექასა და მედინას პირველობისთვის დაწყებულ ბრძოლაში ომანიანებმა ვერაგულად მოკლეს მუჰამედის პირველი მიმდევრისა და მემკვიდრის, ალის უფროსი შვილი ჰუსაინი. შიიტებმა ჰუსაინი წმინდანად შერაცხეს და მისი მოკვლის დღე თავიანთ საყოველთაო გლოვის დღედ და დღესასწაულად გამაოცხადეს.

დღესასწაულის ციკლი სამი ძირითადი ნაწილისაგან შედგებოდა, პირველი ლოცვების (ყურანის) კითხვა მეჩეთში, მეორე ქუჩაში ნახევრად შიშველი გამოსვლა და თვითგვემის პროცესი, და მესამე თეატრალიზებული წარმოდგენა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 634