შაქი (ისტორიული ოლქი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
კავკასიის ალბანეთი

შაქი — ისტორიული ოლქი ჩრდილოეთ აზერბაიჯანში. III-V საუკუნეებში იგი კავკასიის ალბანეთის ოლქი იყო. 654 წელს დაიპყრეს არაბებმა. XIV საუკუნის დასასრულს იხსენიება, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო წარმონაქმნი. 1551 წელს ირანმა დაამარცხა და დამოუკიდებლობა დაკარგა. XVIII საუკუნის II ნახევარში შაქის ტერიტორიაზე აღმოცენდა დამოუკიდებელი შაქის სახანო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]