შალვა გორდელაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორდელაძე.
შალვა გორდელაძე
დაბ. თარიღი 20 ოქტომბერი, 1905(1905-10-20)
დაბ. ადგილი ხვარბეთი, ქუთაისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 12 იანვარი, 1973(1973-01-12) (67 წლის)
გარდ. ადგილი კიევი, სსრკ
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
საქმიანობა ასტროფიზიკოსი
სამეცნიერო ხარისხი ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი

შალვა გიორგის ძე გორდელაძე (დ. 20 ოქტომბერი, 1905, სოფ. ხვარბეთი, ახლანდ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტი — გ. 12 იანვარი, 1973, კიევი) — ქართველი ასტროფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (1962), პროფესორი (1965).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1936-1940 წლებში იყო აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე, 1940-1973 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა კიევის უნივერსიტეტსა და პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. იკვლევდა ახალი ვარსკვლავების ატმოსფეროში იონიზაციას, ტემპერატურის ცვლილებებს ანთებამდე და ანთების შემდეგ, აგრეთვე ანთების პროცესში სხვადასხვა სახით გამოყოფილ ენერგიას. პირველმა განსაზღვრა ახალი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად ამოფრქვეული ნივთიერების მასა. ვ. ამბარცუმიანთან ერთად ჩამოაყალიბა ახალი თვალსაზრისი გალაქტიკაში ვარსკვლავთშორისი შთანთქმის დისკრეტულობის შესახებ. უკრაინის მეცნიერებათა აკადემიის მთავარ ასტრონომიულ ობსერვატორიაში მისი უშუალო ხელმძღვანელობით გამოიცა 28000 მკრთალი ვარსკვლავის ფოტომეტრიული მონაცემების კატალოგი. ავტორია მრავალი სამეცნიერო და სამეცნიერო-პოპულარული ნაშრომისა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]