შალვა გოგელია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგელია.

შალვა ილიას ძე გოგელია (დ. და გ. წლები უცნობია) — ქართველი პუბლიცისტი, ანარქისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1906 წელს თბილისში გამოსცა ბროშურა „ჩვენი მტრები და მეგობრები“, რომელშიც ხალხის მჩაგვრელ ინსტიტუტებად მიიჩნევდა მონარქიას, კაპიტალიზმს, ოჯახს, ტრადიციებს. 1908 თავის ძმასთან გიორგი (კომანდო) გოგელიასთან ერთად გამოსცა წიგნი „კრიტიკა სოციალ-ფედერალიზმისა და კრიტიკა სოციალდემოკრატიისა“. 1905–1907 რევოლუციის პერიოდში ისინი მწვავედ დაუპირისპირდნენ ქართველ ანარქისტთა მეორე ჯგუფს (ვარლამ ჩერქეზიშვილი, მიხეილ წერეთელი). 1910-იანი წლებიდან გოგელია აღარ ჩანს პოლიტიკურ სარბიელზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]