შავწვერა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შავწვერა. 1736 წლის ნამუშევარი

ედუარდ ტიჩი (ინგლ. Edward Teach; დ. 1680 - გ. 22 ნოემბერი, 1718), უფრო უკეთ ცნობილი, როგორც შავწვერა (ინგლ. Blackbeard) — განთქმული ინგლისელი მეკობრე, რომელიც თავის საქმიანობას ეწეოდა ვესტ-ინდოეთსა და ამერიკის კოლონიების აღმოსავლეთ სანაპიროებზე. ცოტა რამაა ცნობილი მისი ადრეული ცხოვრების შესახებ. სავარაუდოდ დაიბადა ინგლისის ქალაქ ბრისტოლში. შესაძლოა იგი კეპერი გემების მეზღვაური იყო დედოფალ ანას ომის დროს, სანამ ბაჰამების კუნძულ ნიუ-პროვიდენსზე დასახლდებოდა, რომელიც კაპიტან ბენჯამინ ჰორნიგოლდის ბაზას წარმოადგენდა. მის ეკიპაჟს შავწვერა დაახლოებით 1716 წელს შეუერთდა. მავალ მეკობრულ აქტში გამოჩენილ სიმამაცისათვის ჰორნიგოლდმა ის თავის მიერ დატყვევებული კარპაჭის მეთაურად დანიშნა. შემდეგში მათი ფლოტი კიდევ რამდენიმე გემით გაიზარდა, რომელთაგან ერთ-ერთს ხელმძღვანელობდა სტიდ ბონეტი, მაგრამ 1717 წლის ბოლოსთვის, ჰორნიგოლდი მეკობრეობას შეეშვა და თან ორი ხომალდი წაიყვანა.

ტიჩმა შეიპყრო ფრანგი ვაჭრების გემი, რომელსაც სახელი შეუცვალა, Queen Anne's Revenge უწოდა და 40 ქვემეხით აღჭურვა. ამის შემდეგ ის სახელგანთქმული მეკობრე გახდა, მისი მეტსახელი კი მომდინარეობს მისი თხელი შავი წვერისა და საზარელი სილუეტისგან. როგორც მონაცემებშია აღნიშნული, მტრების შესაშინებლად ქუდის ქვეშ მას აალებადი პატრუქი ეყენა. მან მეკობრეთა ალიანსი ჩამოაყალიბა და სამხრეთ კაროლინის პორტის — ჩარლსტონის ბლოკირება მოახდინა. მას შემდეგ, რაც Queen Anne's Revenge-ის მგზავრები გამოისყიდეს, მან გემი ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ბოფოტრის მახლობლად მეჩეჩზე შესვა. ამის შემდეგ ის ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ ბატში დასახლდა და სამეფო პატიებას დათანხმდა. თუმცა, სულ მალე ის კვლავ ზღვაში დაბრუნდა და ვირჯინიის გუბერნატორ ალექსანდრ სპოტსვუდის ყურადღება მიიპყრო. სპოტსვუდმა მეკობრის შესაპყრობად ჯარისკაცებისა და მეზღვარუების მოპილიზება მოახდინა, რაც მათ 1718 წლის 22 ნოემბერს შეძლეს კიდეც. მძვინვარე ბრძოლის დროს, ტიჩი და მისი ეკიპაჟის რამდენიმე წევრი მოკლა მეზღვაურთა მცირე შენაერთმა, რომელსაც მეთაურობდა ლეიტენანტი რობერტ მეინარდი.

ტიჩი საშინელ ზემოქმედებას ახდენდა და საკუთარი თავის საზარელ სურათს ხატავდა იმ ხალხზე, რომელთაც ის აყაჩაღებდა. მიუხედავად ასეთი ტირანული სურათისა, დღესდღეობით არ არსებობს არანაირი ცნობა იმის შესახებ, რომ მას ოდესმე მოეკლას ან დაესახიჩრებინოს მის მიერ შეპყრობილნი. სიკვდილის შემდეგ, შავწვერა მეკობრული თემატიკის მრავალი ლიტერატურული მიმდინარეობის შთაგონების წყაროდ იქცა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]