ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (სანქტ-პეტერბურგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია
ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთი
ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (სანქტ-პეტერბურგი)
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 59°56′55″ ჩ. გ. 30°21′32″ ა. გ. / 59.94861° ჩ. გ. 30.35889° ა. გ. / 59.94861; 30.35889
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
სასულიერო სტატუსი მოქმედი
ფუნქციური სტატუსი რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810688001
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვარი(ები) ლუიჯი რუსკა
ხუროთმოძღვრული სტილი კლასიციზმი
თარიღდება 1817-1818

ყოველთა მწუხარეთა სიხარულის ეკლესია (რუს. Церковь Всех Скорбящих Радость) — მართლმადიდებლური ეკლესია სანქტ-პეტერბურგში. აგებულია 1817-1818 წლებში ლუიჯი რუსკას პროექტის მიხედვით შლაპერნოის ქუჩაზე. სახელწოდება მიიღო ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ მიხედვით.

მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის, მოსკოვის საპატრიარქოს, სანქტ-პეტერბურგის ეპარქიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავდაპირველად ამ ადგილზე 1711 წელს ააგეს მეფის ასულ ნატალია ალექსის ასულის კარის ეკლესია აღდგომის სახელზე. 1817-1818 წლებში არქიტექტორ ლუიჯი რუსკას პროექტის მიხედვით ააგეს თანამედროვე ღვთისმშობლის ხატის „ყოველთა მწუხარეთა სიხარულის“ ეკლესია. 1818 წლის 24 ოქტომბერს ნოვგოროდისა და სანქტ-პეტერბურგის მიტროპოლიტმა მიხეილმა აღასრულა მისი კურთხევის ცერემონია.

ეკლესია ააგეს ამპირის სტილში, მის შიგნით განთავსებული იყო როტონდა და გუმბათი, რომელიც ეკავა 24 იონურ სვეტს.

საბჭოთა ხელსიფლების დამყარების შემდეგ, კერძოდ 1920-იან წლებში ეკლესია გადავიდა ობნოვლენცების ხელში. 1932 წლის 10 იანვარს ეკლესია საბოლოოდ დახურეს, მისი შენობა კი გადაეცა რელიგიის ისტორიის მუზეუმს, ხოლო 1970 წლიდან მასში განთავსებულია კულტურისა და ისტორიის ძეგლთა დაცვის სრულიად რუსეთის სანქტ-პეტერბურგის საქალაქო განყოფილება.

1993 წელს ეკლესიაში აღსდგა ღვთისმსახურება.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Георгиевский Н. Г. Историко-статистическое описание Санктпетербургской Скорбященской церкви, что за Литейным двором. С хромолитографическим изображением находящейся в ней чудотворной иконы Пресвятыя Богородицы, Всех скорбящих Радости. — СПб.: тип. Я. Трея, 1866. — [4], 47 с.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]