ყიზყალასის წყალსაცავი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყიზყალასის წყალსაცავი
აზერ. Qız Qalası su anbarı
კოორდინატები: 39°10′36″ ჩ. გ. 47°01′30″ ა. გ. / 39.17667° ჩ. გ. 47.02500° ა. გ. / 39.17667; 47.02500
ქვეყანა

დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი

დროშა: ირანი ირანი
ჩაედინება არაქსი
გამოედინება არაქსი
ჰესი წყალსაცავი
ყიზყალასის წყალსაცავი — აზერბაიჯანი
ყიზყალასის წყალსაცავი

ყიზყალასის წყალსაცავი (აზერ. Qız Qalası su anbarı) — წყალსაცავი მდინარე არაქსზე. ირანისა და აზერბაიჯანის საზღვარზე. აშენებულია 1999-2008 წლებში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის ირანში პირველი ოფიციალური ვიზიტის დროს, რომელიც შედგა 1994 წლის ზაფხულში, ხელი მოეწერა მემორანდუმს წყალსაცავის მშენებლობის პროექტის განხორციელების შესახებ.

წყალსაცავის მშენებლობის მიზანი იყო ჰიდროელექტროენერგიის წარმოება და სარწყავის სისტემის ჩამოყალიბება.

2016 წლის თებერვალში აზერბაიჯანისა და ირანის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ხუდაფერინის და ყიზყალასის წყალსაცავების მშენებლობის, ექსპლუატაციისა და წყლის რესურსების გამოყენების სფეროში თანამშრომლობის შესახებ[1][2].

2022 წლის თებერვალში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ფარგლებში წყალსაცავზე დასრულდა ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და დაიწყო ტურბინების მონტაჟი[3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]