ყარაბილი
ყარაბილი | |
---|---|
კოორდინატები: 36°14′56″ ჩ. გ. 63°39′57″ ა. გ. / 36.2491306° ჩ. გ. 63.6660194° ა. გ. | |
ქვეყანა | თურქმენეთი ავღანეთი |
უმაღლესი წერტილი | გარქენთი |
სიმაღლე | 942 მ |
ფართობი | 20 კმ² |
ყარაბილი (თურქმ. Garabil belentligi) — ბორცვიანი მაღლობი ფაროფამიზის მთისწინეთში, მურღაბისა და ამუდარიის მდინარეთაშუეთში, თურქმენეთის სამხრეთ ნაწილში და ნაწილობრივ ავღანეთში. ჭარბობს ბორცვიან-დაბალმთიანი რელიეფი.
სიმაღლე 942 მ-მდე (მთა გარქენთი). ფართობი დაახლოებით 20 ათ. კმ². აგებულია ნეოგენური და ანთროპოგენური ასაკის ალუვიურ-პროლუვიური წვრილმარცვლოვანი ლიოსისებრი ქვიშაქვებით.
ზედაპირი დახრილია ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ. დაფარულია ეფემერული უდაბნოებითა და ნახევარუდაბნოებით და აგრეთვე სუბტროპიკული ეფემეროიდული სტეპებით.
ტერმინი „ბილი“ ბელის ფორმაში ფართოდ არის წარმოდგენილი თურქულ ენებში, სადაც აღნიშნავს „ქედს“, „მთისწინეთს“, „უღელტეხილს“, ხოლო „ყარა“ ნიშნავს „შავს“, ესე იგი, ყარაბილი — „შავი ქედი“, „შავი მთისწინეთი“.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ყარაბილი — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)