მურღაბი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მურღაბი
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
თურქმენეთის დროშა თურქმენეთი
სიგრძე 879 კმ
აუზის ფართობი 46 900 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} მურღაბი ვიკისაწყობში

მურღაბი (თურქმ. Murgap) — მდინარე ავღანეთსა და თურქმენეთში. სიგრძე 879 კმ, აუზის ფართობი 46 900 კმ². სათავე აქვს ავღანეთში. მიედინება ბანდი-თურქესტანისა და საფედქოჰის ქედებს შორის. თურქმენეთში ხეობა ფართოა. შექმნილია საირიგაციო ქსელი. ყარაყუმის უდაბნოში აჩენს მშრალ დელტას. საზრდოობა შერეულია. ჭარბობს თოვლის წყალი. წყალდიდობა დამახასიათებელია მარტსა და აპრილში, წყალმოვარდნები — ზამთარში. წყლის საშუალო ხარჯი შესართავიდან 486 კმ-ზე დაახლოებით 52 მ³/წმ. მურღაბის ნაპირებზეა ქალაქები: მარი, ბაირამ-ალი და სხვ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]