ყაზახეთის სახელმწიფო მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური სახელმწიფო მუზეუმი

ყაზახ. Қазақстан Республикасының Орталық мемлекеттік мұражайы
43°14′08″ ჩ. გ. 76°57′02″ ა. გ. / 43.2358167° ჩ. გ. 76.9507306° ა. გ. / 43.2358167; 76.9507306
ქვეყანა ყაზახეთის დროშა ყაზახეთი
მდებარეობა ალმათი
ოფიციალური საიტი http://www.csmrk.kz/index.php
Map

ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური სახელმწიფო მუზეუმი (ყაზახ. Қазақстан Республикасының Орталық мемлекеттік мұражайы) — მუზეუმი ალმათში. ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი მუზეუმი ყაზახეთსა და შუა აზიის რეგიონში. მისი ფონდის კოლექცია 300 ათასამდე ნივთს ითვლის.[1]

მუზეუმის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1920 წელს ყირგიზეთის (ყაზახეთის) ასსრ მთავრობის დადგენილებით დაარსდა ყაზახეთის ცენტრალური რეგიონალური მუზეუმი. ამ დროს ორენბურგის გუბერნატორის მუზეუმის კოლექციის ნაწილი გადაეცა საგანმანათლებლო ცენტრალურ რეგიონალურ მუზეუმს.

1929 წელს, ცენტრალური რეგიონალური მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ქალაქ ალმათში გადატანასთან დაკავშირებით, ჩამოყალიბდა ყაზახეთის რესპუბლიკის ცენტრალური სახელმწიფო მუზეუმი.

XIX საუკუნის 30-იან წლებში ქალაქ ორენბურგში, ნეპლიუევსკის სამხედრო სკოლაში მოეწყო „ორენბურგის მხარის მუზეუმი“. მოგვიანებით, მუზეუმის ფონდში შედის ორენბურგის მხარის მუზეუმის კოლექცია და ჟეტისუს (სემირეჩენსკის) რეგიონალური მუზეუმის კოლექცია.

1931 წელს მუზეუმი მდებარეობდა ქალაქ ალმა-ატაში ყოფილი საკათედრო ტაძრის შენობაში. 1941 წელს ფონდის საფუძველი გახდა რესპუბლიკური ანტირელიგიური მუზეუმის კოლექცია.

1985 წელს აშენდა თანამედროვე შენობა, სადაც ამჟამად განთავსებულია ყაზახეთის ცენტრალური სახელმწიფო მუზეუმი. მუზეუმის კომპლექსში შედის ყაზახეთის უდიდესი სარესტავრაციო ცენტრი, რომელიც მუშაობს ხელოვნების ნიმუშების რესტავრაციაზე.[2]

2005 წელს მუზეუმმა მიიღო კვლევითი ორგანიზაციის ოფიციალური სტატუსი, რამაც შესაძლებელი გახადა ისტორიული ექსპედიციების ჩატარება და ორგანიზაციის მოქმედების გაფართოება. 2006 წლიდან მუზეუმი მონაწილეობს საერთაშორისო აქციაში „მუზეუმების ღამე“. [3] [4]

2015 წელს გაჩნდა ინიციატივა მუზეუმის საქმიანობის ცვლილების (კულტურის ცენტრად გადაქცევის) თაობაზე, რაც თავისთავად გულისხმობს ექსპოზიციის ცვლილებას. წინადადება უკავშირდებოდა მუზეუმის შესაძლო გადასვლას სახელმწიფოდან მუნიციპალურ საკუთრებაში.[5]

საგამოფენო დარბაზები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმში ექსპონატები განთავსებულია რამდენიმე დარბაზში. პირველი საგამოფენო დარბაზი არის პალეონტოლოგიისა და არქეოლოგიის დარბაზი; მეორე საგამოფენო დარბაზი — ისტორიული ეთნოგრაფიის დარბაზია; მესამე საგამოფენო დარბაზი შედგება ორი განყოფილებისგან: „ყაზახეთში მცხოვრები ხალხის ისტორია და ეთნოგრაფია“ და „ყაზახეთი დიდი სამამულო ომის დროს 1941-1945 წლებში“. მეოთხე საექსპოზიციო დარბაზია „თანამედროვე ყაზახეთი“; მეხუთე საგამოფენო დარბაზი „ღია ფონდია“ — ყაზახეთის არქეოლოგიური ოქრო; მეექვსე საგამოფენო დარბაზი — „ანთროპოლოგიის მუზეუმი“; მეშვიდე საგამოფენო დარბაზი არის ნიკოლაი გავრილას ძე ხლუდოვის დარბაზი.

მუზეუმის შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის ინტერიერი

მუზეუმის შენობა აშენდა 1978 წლიდან 1985 წლამდე. მანამდე მუზეუმი წმინდა ამაღლების საკათედრო ტაძარში მდებარეობდა.

იგი ალმა-ატის საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის ბრძანებით ორგანიზაცია „მთავარალმაატამშენებელმა“ ააშენა. პროექტის დიზაინერი იყო „ყაზქალაქმშენპროექტი“. არქიტექტურული ჯგუფის ხელმძღვანელი იყო ი. გ. რატუშნი. პროექტის ავტორი — ზ. მ. მუსტაფინა ბ. ა. რზაგალიევის, ბ. ი. ნიკიშინას, ვ. ი. სლიუსარევას და სხვების თანამშრომლობი.[6]

გეგმით მართკუთხა, სამსართულიანი შენობა ეყრდნობა ბუნებრივი რელიეფის მიერ წარმოქმნილ ამაღლებას. სტრუქტურის მოცულობითი და სივრცითი მახასიათებლები ეფუძნება ყაზახური არქიტექტურის სტილისტური ტექნიკის გამოყენებას. შენობის ჩარჩო დაპროექტებულია რვა გარე საყრდენის ჩარჩო სისტემაზე — პილონები. ფასადები შექმნილია პილასტრების ერთიანი რიტმული მასივით, რომელიც აერთიანებს სამ სართულს. შენობის კომპოზიციურ ცენტრს წარმოადგენს ორ სვეტიანი ვესტიბიული სართულებად განლაგებული საგამოფენო დარბაზებით. მუზეუმის ინტერიერის გაფორმებაში გამოყენებულია ფერადი ლითონი, მარმარილო, პარკეტი, ნიჟარქვა, გრანიტი.

ძეგლის სტატუსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1986 წლის იანვარში, ალმა-ატას საქალაქო აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ცენტრალური მუზეუმის შენობა შეიტანეს კულტურის ისტორიის ძეგლთა ნუსხაში.

2010 წლის 10 ნოემბერს დამტკიცდა ქალაქ ალმათის ადგილობრივი ისტორიული და კულტურული ძეგლების ახალი სახელმწიფო სია, ამავდროულად ამ საკითხზე ყველა წინა გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოცხადდა.[7] ამ განკარგულებაში შენარჩენებულ იქნა მუზეუმის შენობის ადგილობრივი მნიშვნელობის ძეგლის სტატუსი. დაცული ზონების საზღვრები დამტკიცდა 2014 წელს.[8]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Официальный сайт Государственного музея Республики Казахстан
  2. 900 отреставрированных экспонатов выставлено в Центральном государственном музее Алматы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-07. ციტირების თარიღი: 2023-04-20.
  3. «Ночь в музее» длилась до полуночи
  4. В Алматы пройдет «Ночь музеев»
  5. Старейший музей Казахстана в Алматы хотят переделать в культурный центр
  6. Музей Алматы. Центральный Государственный музей Республики Казахстан. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-01-29. ციტირების თარიღი: 2019-02-06.
  7. Постановление Акимата города Алматы от 10 ноября 2010 года N 4/840 «Об утверждении Государственного списка памятников истории и культуры местного значения города Алматы»
  8. Решение ХХХI сессии маслихата города Алматы V созыва от 10 сентября 2014 года N 261 «Об утверждении границ охранных зон, зон регулирования застройки и зон охраняемого природного ландшафта объектов историко-культурного наследия города Алматы»