ქვემო ტუნგუსკა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქვემო ტუნგუსკა
Нижняя Тунгуска
დახასიათება
სიგრძე 2989 კმ
აუზის ფართობი 473 კმ²
წყლის ხარჯი 3 680[1] მ³/წმ
წყლის ნაკადი
სათავე შუა ციმბირის ზეგანი
 · მდებარეობა რუსეთი
ჩაედინება ენისეი (რუსეთი)
განლაგებულია
ქვემო ტუნგუსკის აუზი
ქვემო ტუნგუსკის აუზი
ქვეყნები რუსეთის დროშა რუსეთი

ქვემო ტუნგუსკა (რუს. Нижняя Тунгуска) — მდინარე კრასნოიარსკის მხარესა და ირკუტსკის ოლქში. მდინარე ენისეის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 2989 კმ, აუზის ფართობი 473 ათ. კმ². სათავე აქვს შუა ციმბირის ზეგნის სამხრეთ ნაწილში, ანგარის ჭიუხის აღმოსავლეთით. ზემოთში მიედინება განიერ ხეობაში, ქვემოთში ლავების გადაკვეთის ადგილებში ქმნის ჭორომებს. ქვემო ტუნგუსკა უმთავრესად საზრდოობს თოვლის წყლით. მის კვებაში მონაწილეობას ღებულობს ასევე ზაფხულის წვიმები. წყალდიდობა იცის მაის-ივნის-ივლისში.

წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან 3680 მ³/წმ. მინიმალური დაფიქსირდა 1967 წელს და შეადგინა 2861 მ³/წმ-ს. მდინარეზე მაქსიმალური წყლის ხარჯი დაფიქსირდა 1974 წელს — 4690 მ³/წმ. ზამთრის პერიოდში მცირეწყლიანია, რადგან მისი აუზი გავრცელებულია მრავალწლოვანი მზრალობის რაიონში. ამ უბნებში ქვემო ტუნგუსკა მოკლებულია გრუნტის წყლებს.

იყინება ოქტომბერ-ნოემბერში, ყინულძვრაა მაისში. წყალდიდობის დროს სანაოსნოა დაბა ტურამდე. ქვემო ტუნგუსკის აუზში არის ტუნგუსკის ქვანახშირის აუზი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ქვემო ტუნგუსკა, იანდექსი: თანამედროვე გეოგრაფიული სახელწოდებების ლექსიკონი