ქერის ბუგრი, ხორბლის რუსული ბუგრი (ლათ.Diuraphis noxia) — მწერიბუგრისებრთაოჯახისა. მარცვლოვანი კულტურების ერთ-ერთი მთავარი მავნებელი. წუწნით აზიანებს ახალგაზრდა მცენარეებს, ძლიერი გამრავლების პერიოდში მთლიანად ახმობს მას. ფარულად ცხოვრობს, წუწნის ფოთლის ფუძესთან, რის შედეგადაც ფოთოლი სიგრძივ იგრიხება. ძირითადად აზიანებს ხორბალსა და ქერს. წელიწადში იძლევა 15-მდე თაობას. გვალვიან წლებში მეტი ზიანი მოაქვს. კვერცხის სახით იზამთრებს სარეველებზე, საშემოდგომო ჯეჯილზე, ველურ მარცვლოვნებზე, ძირნაყარზე.[1][2]
ბრძოლის ღონისძიებები: თესლბრუნვა, სასუქების დროული შეტანა, მოსავლის აღების შემდეგ ნიადაგის დამუშავება.[1][2]