ქართველ ხელოვანთა საზოგადოება

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ქართველ ხელოვანთა საზოგადოება — ქართველ მხატვართა საზოგადოება, პირველი პროფესიული ორგანიზაცია (ავტონომიური უფლებით შედიოდა ლიტერატურის, თეატრის სახვითი ხელოვნების და მუსიკის სექციები).

დაარსდა დიმიტრი შევარდნაძის თაოსნობით 1916 წელს. დამფუძნებელი კრება შედგა 11 აპრილს. პირველ თავმჯდომარედ დ. შევარდნაძის წინადადებით, აირჩიეს გ.ჟურული, მოადგილედ (ამხანაგად) დ.შევარდნაძე (რომელიც ფაქტობრივად ხელმღვანელობა საზოგადოების საქმიანობას), გამგეობის წევრებად — გ.გაბაშვილი, მ.თოიძე, იაკობ ნიკოლაძე, ა.მრევლიშვილი და პ.მამარაძე. წესდების თანახმად, ქართველ ხელოვანთა საზოგადოება დაარსდა იმ მიზნით, ,,რომ ხელი შეეწყობოდა“ ა) მხატვართა, მოქანდაკეთა და ხუროთმოძღვართა დაახლოება-შეკავშირებას, ბ)ქართველთა შორის ხელოვნება სხვადასხვა დარგის გავრცელებას, გ) ,,ძველი ქართული ხელოვნების ნაშთების ეგროვებას, დაცვას და შესწავლას“. საზოგადოების ერთ-ერთი ძირითადი ამოცანა იყო, აგრეთვე, საგამოფენო მუშაობის გაშლა, სამხატვრო სკოლის დაარსება, ახალგაზრდების გაგზავნა საზღვარგარეთ პროფესიული განათლების მისაღებად, ხელოვნების მუზეუმის დაარსება და სხვა ხელმოკლეობის მიუხედავად ქართველთა ხელოვანთა საზოგადოებამ მოაწყო რამდენიმე გამოფენა: ძველი ქართული საეკლესიო მხატვრობისა (1917 წელს), თანამედროვე ქართველი მხატვრების ნამუშევრებისა (1919 წელს), აქ უფროსი თაობის მხატვრებთან ერთად პირველად იყვნენ ფართოდ წარმოდგენილი ახალგაზრდებიც: ელენე ახვლედიანი, ლადო გუდიაშვილი, დავით კაკაბაძე, ი.თოიძე, ვ.სიდამონ-ერისთავი, შ.ქიქოძე, ვ.ჯორჯაძე; გამოფენილი იყო, ამას გარდა, ნიკოლოზ ფიროსმანაშვილის რამდენიმე სურათიც. 1919-1922 წლებში მოეწყო დიდი გამოფენები (ეწყობოდა მცირე გამოფენებიც). ყველა ამ ვერნისაჟში მონაწილეობდნენ თბილისში მომუშავე არაქართველი მხატვრებიც. XV საუკუნეში ეკლესიის კედლის მხატვრობის პირების გადმოსაღებად მოეწყო ექსპედიცია ნაბახტევში 1916 წელს. საზოგადოების წევრები (ლადო გუდიაშვილი, დ.შევარდნაძე, მ.ჭიაურელი) 1917 წელს მონაწილეობდნენ ისტორიკოსები ტაო-კლარჯეთის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების შემსწავლელი ექსპედიციის (ხელმძღვანელი ექვთიმე თაყაიშვილი) მუშაობაში. პოლიტიკური სიტუაციის შეცვლის გამო 1921 წლის 25 მაისს მოიწვიეს სრულიად საქართველოს მხატვართა I კონფერენცია.იმავე წლის ივნისიდან საზოგადოებას ოფიციალურად ეწეოდა ,,საქართველოს ხელოვანთა კავშირის სახივითი ხელოვნების სექცია“. 15 ივნისი მიიღეს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „საქართველოს ხელოვანთა კავშირის სამხატვრო აკადემიის“ დაარსების შესახებ. ამავე წელს მათ გადაეცათ „დიდების ტაძარი“ სამხატვრო გალერეის (მუზეუმის) მოსაწყობად (შემდგომში მისი კოლექცია საფუძვლად დაედო საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს) 1922 წლიდან საზოგადოებას ოფიციალურ დოკუმენტებში ეწოდება „ქართველ მხატვართა საზოგადოება“. 1922 წლის 14 ოქტომბერს სხდომაზე გადაწყდა: „შედგენილ იქნას ქართველ დამსახურებულ მხატვართა და პლასტიკურო ხელოვნების ყველა მოღვაწეთა ენციკლოპედია, მოახდინონ ქართველ მხატვართა და მხატვრობის მსახურთა ანკეტირება“. ეს იყო პირველი ცდა ქართული დარგობრივი ენციკლოპედიის შექმნისა შექმნისა. მხატვართა II რესპუბლიკის კონფერენციაზე (1922 წლის ნოემბერი) მიიღეს ახალი წესდება ქართველ ხელოვანთა საზოგადოებამ იარსება 20-30-იანი წლების მიჯნამდე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ენციკლოპედია თბილისი, თბ., 2002, გვ. 884