ქარაცინისნაირნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ქარაცინისნაირნი | ||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||
|
||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||
| Characinoidei | ||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||
ქარაცინისნაირნი (ლათ. Characinoidei) — თევზების ქვერიგი კობრისნაირთა რიგისა. აერთიანებს 1500-ზე მეტ სახეობას, რომლებიც ეკუთვნიან 6-7 (ზოგიერთი მკვლევარის მიხედვით 16) ოჯახს. მათი სხეულის სიგრძე მერყეობს 2,5 სმ-იდან 1,5 მ-მდე. გავრცელებული არიან ამერიკისა და აფრიკის ტროპიკულ მტკნარ წყლებში. ზოგი სახეობის თევზი ქვირითით მრავლდება, ზოგი კი ცოცხალდმშობია. მსხვილი თევზები რეწვის ობიექტებს წარმოადგენენ, წვრილ ფორმებს კი დეკორატიული მნიშვნელობა აქვს და აკვარიუმებში ამრავლებენ.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- დემეტრაშვილი მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, გვ. 455, თბ., 1986 წელი.