ქაინდის მყინვარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქაინდის მყინვარი
კოორდინატები: 42°05′05″ ჩ. გ. 79°40′27″ ა. გ. / 42.084917° ჩ. გ. 79.674222° ა. გ. / 42.084917; 79.674222
ქვეყანა ყირგიზეთის დროშა ყირგიზეთი
ქედი ტიან-შანი
ფართობი 107,4 კმ²
სიგრძე 25,8 კმ
ტიპი ხეობური
ქაინდის მყინვარი — ყირგიზეთი
ქაინდის მყინვარი

ქაინდის მყინვარი (ყირგ. Кайыңды мөңгүсү) — ხეობის ტიპის მყინვარი ცენტრალურ ტიან-შანში, ყირგიზეთში. სიგრძე 25,8 კმ, ფართობი 107,4 კმ². მყინვარის ბოლო მდებარეობს 3400 მ სიმაღლეზე, ხოლო უმაღლესი ნაწილი 5720 მ-ზე. კვების არე იკავებს ორ ფართო ცირკს. ფირნის ხაზი მდებარეობს ზღვის დონიდან 4440 მ-ზე. ქაინდის მყინვარი დასაბამს აძლევს მდინარე სარი-ჯაზის შენაკადს — ქაინდის. მყინვარი პულსაციური კლასისაა, ახასიათებს უკუსვლა.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с.