ფუძისანგელოზის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფუძისანგელოზის ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურების სამხრეთ-დასავლეთით, ტყეში, აგებულია XX საუკუნეში. სიმაღლე 3,2 მეტრია. ხატის ქვედა მასიური კორპუსი (1,1x1,1 მეტრი) ნატეხი ქვითაა ნაშენი. ჩრდილოეთის, აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხრიდან სწორკუთხა ნიშები აქვს. ხატის ზედა ნაწილი ოთხფერდასახურავიანი ფანჩატურია, რომლის თუნუქის სახურავი ოთხ კვადრატულ ბოძს და მათზე გადებულ კოჭებს ეყრდნობა. სახურავის წვერზე ლითონის ჯვარია გამოსახული.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]