ფრინველმდივანი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ფრინველმდივანი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Sagittarius serpentarius | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ფრინველმდივანი (Sagittarius serpentarius), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიმაღლე 1 მ აღწევს. გავრცელებულია აფრიკის ველისა და ტყე-ველის რაიონებში. ბუდობს ხეებსა და მაღალ ბუჩქებზე 2-6 მ სიმაღლეზე და უფრო მაღლა. დებს 2-3 კვერცხს, რომელთა ინკუბაცია 6-7 კვირას გრძელდება. იკვებება მწერებით (ტერმიტები, კალიები), ქვეწარმავლებით, მღრღნელებით; შხამიან გველს ფეხებით კლავს და ამ დროს თავს ფრთებით იცავს, იშვიათად თავს ესხმის სასარგებლო ფრინველსაც (გნოლი). იცავენ ყველგან როგორც იშვიათ ფორმას.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ჟორდანია რ., ქსე, ტ. 10, გვ. 404, თბ., 1986
სტატიის