ფრეილინის სახლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ფრეილინის სახლები
Фрейлинские дома
კოორდინატები 59°52′59″N 29°54′49″E / 59.883118° ჩ. გ. 29.913486° ა. გ. / 59.883118; 29.913486
მდებარეობა პეტერგოფი, რუსეთი
არქიტექტორი ნიკოლაი ბენუა
სტილი ნეობაროკო
თარიღდება 1853-1858
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810402000

ფრეილინის სახლები (რუს. Фрейлинские дома) — მდებარეობს პეტერგოფში, არის ორი ისტორიული ნაგებობის კომპლექსი. აშენდა 1853–1858 წლებში. იგი არის, ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი. მდებარეობს სასახლის მოედანზე. მოიხსენიებენ ასევე როგორც ფრეილინის კორპუსები.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იმ ტერიტორიაზე, სადაც სახლები დღეს დგას, თავდაპირველად იდგა 5 ხის სახლი, სამხედრო კავალერიის კომპლექსიდან შემორჩენილი. ორი ძველი სახლი დაცულია სასახლის ტერიტორიაზე საზაფხულო დასვენებისათვის. შესაბამისად, ფრეილინსკის სახელი გადაეცა ახალ სახლებს. შენობების არქიტექტორი იყო ნიკოლოზ ბენუა.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, ისინი დასასვენებელ სახლებად, შემდეგ კი ტურისტებისთვის სასტუმროდ გადაკეთდა. ამჟამად, დასავლეთის შენობაში განთავსებულია ბენუების საოჯახო მუზეუმი, რომელიც 1988 წელს გაიხსნა ნ. ა. ბენუის ინიციატივით, ხოლო 2006 წლის აგვისტოში აღმოსავლეთით მდებარე შენობაში გაიხსნა სასტუმრო „ფრეილინის სახლი“. საოჯახო მუზეუმში დაცულია XIX-XX საუკუნეების მეორე ნახევარში მოღვაწე, რუსი მოქანდაკეების და მხატვრების სკულპტურული და ფერწერული ნამუშევრები.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფრეილინის სახლების არქიტექტურა პეტერგოფში მდებარე დიდი სასახლის არქიტექტურის ანალოგია. ორივე არის შესრულებული ბაროკოს სტილში და ანალოგიურადაა გაფორმებული. სახლები ერთმანეთს უკავშირდება თაღოვანი კარიბჭით. სახლს ამშვენებს პეტერგოფის გერბი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]