ფრანც ფონ ეპი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფრანც ფონ ეპი

რაინდი ფრანც ქსავერ ფონ ეპი (გერმ.: Franz Xaver Ritter von Epp) (დ. 16 ოქტომბერი, 1868, მიუნხენი — გ. 31 დეკემბერი, 1946, იქვე) – გერმანელი სამხედრო მოღვაწე, ინფანტერიის გენერალი და ბავარიის რაიხსშტატჰალტერი 1933-1945 წლებში

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სამხედრო სამსახური დაიწყო მე-9 ბავარიულ ინფანტრიის პოლკში.
ოქტომბერი: მიენიჭა ობერლეიტენანტის სამხედრო წოდება.
იბრძოდა ჩინეთში გერმანულ საექსპედიციო კორპუსის შემადგენლობაში
გერმანიის კოლონია „სამხრეთ-დასავლეთ აფრიკაში“ (დღ. ნამიბია) ასმეთაურის თანამდებობაზე იბრძოდა ჰერეროების წინააღმდეგ
პირველ მსოფლიო ომში მეთაურობდა ბავარიის ინფანტერიის ლაიბგვარდიულ პოლკს და იბრძოდა საფრანგეთში, სამხრ. ტიროლში, სერბეთში და რუმინეთში.
ბრძოლებში გამოჩენილი მხედრული ნიჭისა და მამაცობისათვის დაჯილდოებულ იქნა ორდენით «პურ ლე მერიტ», ბავარიული «მაქს-იოზეფის ორდენით», 1-ლი და მე-2 ხარისხის «რკინის ჯვრით».
11 თებერვალი: ორდრუფის სამხედრო-საწვრთნელ პოლიგონზე მის მიერ დაარსებულ იქნა «ეპის ფრაიკორპსი», რომელმაც მონაწილეობა მიიღო მიუნხენის საბჭოთა რესპუბლიკის განადგურებაში. რაინდ ფონ ეპის ფრაიკორპსი განსაკუთრებული სისასტიკით გაუსწორდა პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს. მათ მიერ მოკლულ იქნა ანარქისტი რევოლუციონერი გუსტავ ლანდაუერი და მიუნხენის უბან გიზინგში ამოჟლეტილ იქნენ „კოლპინგის მეგობრობის“ წევრები.
მიუნხენის სისხლიანი აქციების შემდეგ ეპის ფრაიკორპსმა მონაწილეობა მიიღო შესაბამის სადამსხელო აქციებში რურის ოლქში და ჰამბურგში.
14 აპრილი: ეპის ფრაიკორპსი 326 ოფიცერს და 197 უნტეროფიცერს მოითვლიდა. მათ შორის ყველაზე ცნობილი იყო შემდგომში «სა»-ს ლიდერი ერნსტ რიომი.
რიომის თანადგომით ფრაიკორპსის პრეს-ორგანო, გაზეთი «ფიოლკიშერ ბეობახტერი» ჰიტლერის ნაცისტურ პარტიას გადაეცა. ამასთან ერთად ეპმა ჰიტლერს წინასაარჩევნო დახმარება აღმოუჩინა 60.000 მარკის ოდენობით.
9 ნოემბერი: მან მონაწილეობა ჰიტლერის პუტჩში.
ფრანც ფონ ეპი «ნსდაპ»-ის და რაიხსტაგის წევრი გახდა.
9 მარტი: იგი დანიშნულ იქნა ბავარის რაიხსკომისრად.
10 აპრილი: რაიხის შინაგან საქმეთა მინისტრის ვილჰელმ ფრიკის ბრძანებით იგი ბავარიის რაიხსშტატჰალტერის თანამდებობაზე დაინიშნა, რომელზეც 1945 წლამდე დარჩა. მის მიერ არჩეულმა ბავარიულმა პარტიკულარიზმის პოლიტიკამ ფიურერის უკმაყოფილება გამოიწვია.
5 მაისი: ეპი დაინიშნა «ნსდაპ»-ის კოლიანიალური პოლიტიკის განყოფილების შეფად.
აგვისტო: ჰიტლერის ბრძანებით იგი ბავარიის ლანდესიეგერმაისტერი გახდა.
ივლისი: რაინდ ფონ ეპს მიენიჭა ინფანტერიის გენერლის სამხედრო წოდება. ამ დროიდან იგი ჰიტლერის შიდაპარტიულ კრიტიკაზე გადავიდა და თავის უკმაყოფილებას საჯაროდ გამოთქვამდა. ამ კრიტიკის ნიადაგზე იგი დაუპირისპირდა ჰიმლერს და ჰაიდრიხს და მისმა პოლიტიკურმა გავლენამ საგრძნობლად იკლო.
აპრილი: ეპმა მონაწილეობა მიიღო ნაცისტური რეჟიმის წინააღმდეგ მიმართული „ბავარიის განმანთავისუფლებელ აქციაში“.
31 დეკემბერი: ფრანც ფონ ეპი მიუნხენის საპყრობილის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: