ფრანკფურტის ზავი (1871)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ფრანკფურტის ზავი.
ზავის ტექსტი

ფრანკფურტის ზავი — საზავო ხელშეკრულება გერმანიასა და საფრანგეთს შორის, რომლითაც დასრულდა საფრანგეთ-პრუსიის ომი 1870-1871 წწ. ხელი მოაწერეს მაინის ფრანკფურტში. ფრანკფურტის ზავის მიხედვით, საფრანგეთს გერმანიისათვის უნდა გადაეცა ელზასი და ლოთარინგიის ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაწილი და გადაეხადა 5 მლრდ ფრანკი კონტრიბუცია (1, 5 მლრდ 1871, 0,5 მლრდ 1872, 3 მლრდ 1874 წლის მარტამდე). საფრანგეთის ტერიტორიაზე რჩებოდნენ გერმანიის საოკუპაციო ჯარები, რომელთა გაყვანა მოხდებოდა კონტრიბუციის გადახდის შესაბამისად (საოკუპაციო ჯარების შენახვა საფრანგეთს ეკისრებოდა). ფრანკფურტის ზავმა განაპირობა გერმანიის იმპერიის გაძლიერება. ფრანკფურტის ზავის პირობები გაუქმდა ვერსალის საზავო ხელშეკრულებით 1919 წელს.

ლიტერატურა[რედაქტირება]