ფლერდორანჟი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფლერდორანჟი (ფრანგ. fleur d’oranger„ფორთოხლის ყვავილი“) — ნარინჯის (Citrus aurantium, ტევანისებრთა ოჯახი) თეთრი ყვავილები. ზოგ ქვეყანაში გამოიყენებენ პატარძლის თავსამკაულად. ხდიან ეთეროვან ზეთს (ფლერდორანჟის ზეთი ანუ ნეროლი), რომელსაც პარფიუმერიაში ხმარობენ. მისი ნაყენისაგან ამზადებენ აგრეთვე სასმელს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]