ფედერალისტური პარტია (აშშ)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ფედერალისტური პარტიის დამაარსებელი ალექსანდრე ჰამილტონი, 1806 წ.

ფედერალისტური პარტია (ინგლ. Federalist Party) იყო აშშ-ის პოლიტიკური პარტია. დაარსდა 1792 წელს, ხოლო 1820-იან წლებში არსებობა შეწყვიტა. ფედერალისტები ფედერალურ მთავრობას 1801 წლამდე აკონტროლებდნენ. პარტია დააფუძნა აშშ-ის ხაზინის მდივნმა ალექსანდრე ჰამილტონმა ჯორჯ ვაშინგტონის პირველი ვადის დროს. პარტიის მხარდამჭერები ძირითადად ქალაქელი ბანკირები და ბიზნესმენები იყვნენ, რომლებიც ჰამილტონის ფისკალურ პოლიტიკას უჭერდნენ მხარს. ფედერალისტების ფისკალურ პოლიტიკას და ძლიერი ნაციონალისტური მთავრობის იდეას დემოკრატიულ-რესპუბლიკური პარტია ეწინააღმდეგებოდა. აშშ-ის ერთადერთი ფედერალისტი პრეზიდენტი ჯონ ადამსი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი სიმპათიით უყურებდა ფედერალისტების პროგრამას, იგი მთელი პრეზიდენტობის განმავლობაში უპარტიო დარჩა.