ფარსმან კოლხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარსმან კოლხიქართველი სარდალი. იგი მონაწილეობდა 502-506 წლების ბიზანტია-ირანის ომში, თავი გამოიჩინა, როგორც ნიჭიერმა სამხედრო სტრატეგმა. მის დიდ ავტორიტეტზე მიუთითებს ის ფაქტიც, რომ მონაწილეობდა, როგორც ბიზანტიის იმპერიის წარმომადგენელი 506 წელს ირანელებთან წარმოებულ საზაო მოლაპარაკებაში. 505 წლის აგვისტოში ბიზანტიის იმპერატორმა ანასტასიოსმა (491-518 წწ.) ფარსმან კოლხი დანიშნა მთავარსარდლად მხედართმთავარ იპატის ნაცვლად. ხელმძღვანელობდა ქალაქების ამადასა და ედესას დაცვას. იყო ქალაქ ედესისა და მისი ოლქის გამგებელი. ფარსმან კოლხის შემდგომი ბედი უცნობია, არ ვიცით არც მისი გვარი. როგორც ჩანს, იყო კოლხი დიდებული დასავლეთ საქართველოდან. მომდევნო ხანაში ბიზანტიელი ავტორები ფარსმან კოლხის ძე ზუნას და მის შვილიშვილებს ახსენებენ, რომლებიც ასევე გამოჩენილი სარდლები იყვნენ ბიზანტიის საიმპერატორო კარზე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლ.სანიკიძე, რომის ისტორია, თბილისი, 1984.
  • პროკოპი კესარიელი. ქართული თარგმანი ს. ყაუხჩიშვილისა / გეორგიკა, ტ.II, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, თბილისი, 1965
  • ყაუხჩიშვილი, ს. (1936). ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტომი III. ტფილისი: ტფილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, გვ. 14-15. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]