ფარნაკის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ფარნაკის ეკლესიაეკლესია დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე ერზერუმის პროვინციაში, შენკაიის რაიონში, სოფელი ფარნაკის ჩრდილოეთით, ისტორიულ მხარე იმიერ-ტაოში, მდინარეების ბანასა და ოლთისის შესართავთან.

მის შესახებ ექვთიმე თაყაიშვილი, რომელიც 1907 წელს ესტუმრა აღნიშნულ მხარეს, წერს:

ვიკიციტატა
„დასავლეთის ნაწილში ციხისა აშენებულია საკმაოდ დაცული გუმბათიანი პატარა ეკლესია, რომელიც შეძერწილია ტლანქად ნათალი წითელი ქვებით[1]

ეკლესია კუპელჰალეს ტიპის მარტივი ვარიანტია. გუმბათი აღმოსავლეთ აფსიდის კუთხეებს ეყრდნობა, დასავლეთით – გრძივი კედლებიდან გამოსულ შვერილთა ერთ წყვილს. ე. თაყაიშვილი აღნიშნავს გუმბათის ყელის რამდენიმე თავისებურებას: ეს არის გუმბათის ყელის ოთხწახნაგა ფორმა; აგრეთვე აფრების უქონლობა და გუმბათში ოთხი, თანაც წრიული ფორმის სარკმლის გაჭრა. ეკლესია აგებული ყოფილა ტლანქად ნათალი წითელი ქვებით.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დაყოფით ფარნაკის ეკლესია, ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის დაქვემდებარებაშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნ. გენგიური, კუპელჰალე, თბ., 2005
  • დაბრუნება, ტ. 1, ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფ. ჩანგლში 1907 წელს.“ თბ., 1991

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. დაბრუნება, ტ. 1, ე. თაყაიშვილი, „არქეოლოგიური ექსპედიცია კოლა-ოლთისში და სოფ. ჩანგლში 1907 წელს.“ თბ., 1991 წ. გვ. 352-353