ფარენუი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარენუი (თარგმანში: „დიდი სახლი“) — ახალ ზელანდიელი მაორების კომუნალური სახლი, ძირითადად იგებოდა მარაეს (რელიგიურ საკულტო ნაგებობა) მიმდებარე ტერიტორიაზე. ვარენუის ახალ ზელანდიურ ინგლისურში შეხვედრების სახლს უწოდებენ.

ვარენუი[რედაქტირება]

ასევე უწოდებენ whare rūnanga (შეხვედრების სახლი) ან whare whakairo (ჩუქურთმებიანი სახლი), ვარენუის დღევანდელი სახე წარმოიქმნა მეცხრამეტე საუკუნის პირველ ნახევარში. სახლის გასაფორმებლად გამოიყენება ხეზე ამოკვეთილი ივის (ტომი) წინაპრების გამოსახულეები. თანამედროვე სახლები შენდება სტანდარტების დაცვით და გაფორმებაში სურათებიც გამოიყენება. ვარენუიებს აქვთ სახელები ეს შეიძლება იყოს ცნობილი წინაპრის ან მაორის მითოლოგიური გმირის. ვარენუებს აშენებენ არა მარტო ტომის წევრები არამედ სკოლები და უნივერსიტეტებიც. ეს სახლები ითვლება წმინდად და ხანდახან იქ რელიგიური რიტუალებიც ტარდება. ტრადიციულად ვარენუიში საკვების შეტანა იკრძალება.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: