ფავორიტი ქალი (ოპერა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სცენა ოპერიდან - როზინ შტოლცი (ლეონორ დე გუზმანი) და ჟილბერტ დუპრე (ფერნანდო), მოქმედება 4)

ფავორიტი ქალი (იტალ. La favoriteგაეტანო დონიზეტის ოპერა. მისი პრემიერა შედგა 1840 წელს. ეს არის ოპერა 4 მოქმედებად. მისი ლიბრეტოს ავტორები არიან ა.როიე და ჟ.ვაზა.

სიუჟეტი[რედაქტირება]


მოქმედება ხდება კასტილიაში (ესპანეთი) 1340 წელს

მოქმედება I[რედაქტირება]

წმინდა იაკოვის მონასტრის გალერეა. ბერები ადიდებენ თავიანთ წინამძღვარს ბალტაზარს. ის ურჩევს თავის შვილს ფერნანდოს, რომელიც მონასტერში გაიზარდა, ბერად აღკვეცას. ფერნანდო ამბობს რომ ერთი ლამაზი ქალისადმი სიყვარული მონასტრისგან აშორებს მას. მამა აფრთხილებს მას ცხოვრებისეული სირთულეების ღელვას და ურჩევს ნებისმიერ დროს თავი შეაფაროს წმინდა იაკოვის მონასტერს. ფერნანდო მიდის.

მე 2 სურათი: ბაღი, მრავალრიცხოვანი გოგოები ადიდებენ ესპანეთის მეფის ალფონსო XI ის ფავორიტ ქალს ლეონორა დი გუსმანს. ინესა, ლეონორას მეგობარი, გოგოების ყურადღებას იქცევს ნავისკენ, რომელშიც მოცურავს ფერნანდო, მას თვალები აქვს შეკრული ნაჭრით. ინესა უხსნის ფერნანდოს რომ მისი შეყვარებული იძულებულია დამალოს თავისი ნამდვილი სახელი და წოდება. პაემანი ლეონორასი და ფერნანდოსი. ლეონორა ურწმუნებს თავის შეყვარებულს რომ ის იძულებულია დამალოს თავისი სახელი და წოდება, ის აძლევს მას საბუთს. ლეონორას მეფესთან იბარებენ. ამით ფერნანდო ხვდება რომ ლეონორა დიდგვაროვანი წარმოშობისაა. საბუთი აღმოჩნდება ფერნანდოს დანიშვნა მხედართმთავრად, მიამიტი ფერნანდო ტავს ეფიცება, რომ როცა იგი მიაღწევს დიდებას ბრძოლაში ის საიდუმლო ქალბატონის ღირსი გახდება.

მოქმედება II[რედაქტირება]

ალკასარის ბაღებში, მეფის ოფიცერი გასპარი ულოცავს ალფონსოს მავრიტანიის ჯარის დამარცხებას. მეფე ამბობს რომ გამარჯვების დიდება ეკუთვნის გირსეულ ფერნანდოს. ალფონსო იგებს რომ მეფის კარზე ჩამოვიდა ბალტაზარი დედოფალის მამა რომლის დამცირებაც უნდა მეფეს განყრით. ალფონსო ოცნებობს ულამაზეს ფავორიტ ქალზე ლეონორაზე, რომელსაც ეუბნება რომ მის გამო დაშორდება დედოფალს და მას აიყვანს სამეფო ტახტზე. გასპარი აფრთხილებს ალფონსოს რომ ლეონორა მას ღალატობს, და ანახებს მას წერილს გაგზავნილს ლეონორასთვის უცნობი მამაკაცის მიერ. ლეონორა არ ეუბნება მეფეს მეტოქის სახელს და ალფონსო ემუქრება მას წამებით. გამოჩნდება ბალტაზარი ბერებთან ერთად და პერგამენტით ხელში. იგი ემუქრება მეფეს და ლეონორას რომის პაპის სახელით ეკლესიისგან განდევნით თუ ისინი არ დაშორდებიან.

მოქმედება III[რედაქტირება]

სასახლის დარბაზი, ფერნანდო თხოვს მეფეს ლამაზი ქალბატონის ხელს რომლის სახელიც მან არ იცის, მეფე სიტყვას აძლევს, მაგრამ აგელვდება როცა შეიტყობს რომ ეს ქალბატონი ლეონორაა. ალფონსო აერთებს საყვარლების ხელებს და პირდება ლეონორას სამაგიეროს ღალატისთვის. ლეონორა შეშინებულია ის ცუდს გრდზნობს და თხოვს ინესას რომ მან გაუხსნას ფერნანდოს სიმართლე, რაც იქნება იქნება, და მიდის. ინესა ვერ ასწრებს ფერნანდოს გაფრთხილებას მას გასპარი ატყვევებს ალფონსოს ბრძანებით ლეონორასა და ფერნანდოს თანადგომისთვის. დიდგვაროვნების სრული ყრილობის დროს ალფონსო ანიჭებს ფერნანდოს ზამორის თავადის და მონრეალის მარკიზის წოდებას. ფერნანდო და ლეონორა ქორწინდებიან, ამ დროს თავადები დასთქვავენ რომ ფერნანდოს მოეპყრობიან როგორც ადამიანს რომელმაც შემთხვევით მიიღო ეს წოდებები, ახალდაქორწინებულები ბრუნდებიან, თავადები შეურაწყოფას აყენებენ ფერნანდოს მას უგირს უწოდებენ, ფერნანდო პირველად ბალტაზარისგან იგებს რომ ლეონორა მეფის ყოფილი საყვარელია. ფერნანდო თავშესაფარს მონასტერში ეძებს, ბალტაზარს მიჰყავს ის.

მოქმედება IV[რედაქტირება]

წმინდა იაკოვის ეკლესიასთან ბერები თხრიანს საფლავს დედოფლისთვის, ფერნანდოს დისთვის, რომელმაც ვერ გადაიტანა დამცირება განყრისგან. ბალტაზარი აფიცებს ფერნანდოს, მან შური უნდა იძიოს. მამაკაცის ტანსაცმელში ჩნდება ლეონორა რომელიც ცდილობს მიტევება მოიპოვოს ფერნანდოს ფეხებთან. მონასტერიდან ისმის წყევლა დამნაშავისა დედოფლის სიკუდილში. ფერნანდო იგებს ლეონორასგან რომ მან მხოლოდ და მხოლოდ უბედური შემთხვევის გამო ვერ გაიგო სიმართლე, ინესასგან, ლეონორას შესახებ. ლეონორა კვდება გელვისგან მეუღლის მკვლავებში. ფერნანდო უცხადებს ბერებს რომ ისიც მოკვდება ხვალ განცდებისგან.

მოქმედი გმირები[რედაქტირება]

  • ალფონსო, კასტილიის მეფე - ბარიტონი
  • ლეონორა დი გუსმანი, მეფის ფავორიტი ქალი-მეცო-სოპრანო
  • ინესა, მისი მეგობარი - სოპრანო
  • დონ გასპარი, ოფიცერი - ტენორი
  • ბალტაზარი, მონასტერის წინამძღვარი - ბანი
  • ფერნანდო, მისი შვილი - ტენორი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]