უხდურობა
უხდურობა — ნათესავთა შორის ცოლ-ქმრობა, რომელიც აკრძალული იყო სჯულის კანონით. ქრისტიანულმა ეკლესიამ გააფართოვა იმ ნათესავთა წრე, რომელთა შორისაც ქორწინება არ შეიძლებოდა. სისხლითი ნათესაობის მეშვიდე ხარისხშიც კი აკრძალული იყო ქორწინება, თუმცა ასეთ შეუღლებას არ არღვევდნენ — ცოლ-ქმარს მხოლოდ საკანონოს გადაახდევინებდნენ. უხდურობა საქართველოში განსაკუთრებით დიდებულთა წრეში დასტურდება.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- გ. ნადარეიშვილი, ძველი ქართული საოჯახო სამართალი,
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 201.